ახალი ამბავი არ არის, რომ სტრესულ სიტუაციებს შეუძლია შეცვალოს ადამიანის ქცევა. ხშირად მას, ვინც ჩვეულებრივ ცხოვრებაში, ერთ შეხედვით, ჩუმი და მორცხვია, ზოგადი პანიკის დროს, შეუძლია კონტროლი საკუთარ თავზე აიღოს და საოცრად ფხიზლად იფიქროს. და ვინც უფრო კონცენტრირებული და მშვიდი ჩანს, შეიძლება ძალიან დაიბნეს და საოცარ პანიკაში ჩავარდეს. გაიარეთ თავშეკავების ტესტი, რათა გაიგოთ, როგორი ტიპი ხართ!
და რატომ არის ეს საჭირო? რაც უფრო კარგად ვიცნობთ საკუთარ თავს, მით უფრო ნათლად გვესმის, რაზე უნდა ვიმუშაოთ და რა გავაუმჯობესოთ. ეს ფსიქოლოგიური ტესტი აჩვენებს, თუ რამდენად მზად ხართ სტრესისთვის და რამდენად გაქვთ უნარი, რთული სიტუაციიდან სწრაფად გამოხვიდეთ.
თქვენ უნდა აირჩიოთ სურათზე გამოსახული ოთხი ჩანჩქერიდან ერთი. ეცადეთ, ზედმეტად არ იფიქროთ და შეარჩიოთ პირველივე, რომელიც თქვენს ყურადღებას მიიპყრობს. აბა თქვენ იცით!
პირველი სურათი
თუ თქვენ აირჩიეთ პირველი სურათი, ეს მიუთითებს იმაზე, რომ თქვენ მუდმივად ძალიან ფრთხილად წონით ყველა სიტუაციის დადებით და უარყოფით მხარეებს. ეს ეხება თუნდაც წვრილმან საკითხებს. ანდაზა “ასჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი” ზუსტად თქვენზეა. არ ავლენთ ზედმეტ ემოციებს, არ ხარჯავთ უამრავ რესურსს საკუთარი თავისა და გარშემომყოფების დასამშვიდებლად, არ ამბობთ ბევრ რამეს. ჯერ ჯდებით და ფიქრობთ ყველა დადებით და უარყოფით მხარეზე და მხოლოდ ამის შემდეგ მიდიხართ პრობლემის მოსაგვარებლად.
მეორე სურათი
ამ სურათის არჩევა მეტყველებს გადაჭარბებულ ემოციურობაზე და საკუთარ ქმედებებზე კონტროლის ხშირ დაკარგვაზე. თქვენ შეიძლება დაიბნეთ ისეთ სიტუაციებში, რომლებიც უკონტროლოა. მით უმეტეს, თუ ეს მოვლენები თქვენ ან თქვენთვის ახლო ადამიანებს ეხება. პრობლემის მოგვარების ნაცვლად, შესაძლოა ზედმეტი ემოციების ფრქვევა დაიწყოთ. ეს აისახება როგორც თქვენს სიტყვებზე, ასევე სხეულის ენასა და ქმედებებზე. შეეცადეთ ისწავლოთ ყურადღების მობილიზება და საკუთარი თავის კონტროლი.
მესამე სურათი
თქვენი ტემპერამენტი სინუსოიდის მსგავსია: ან ემოციები გიპყრობთ და იბნევით, ან ფხიზლად აგვარებთ ყველა პრობლემას. ეს დამოკიდებულია სიტუაციის სირთულეზე. თუ ეს არის ის, რისი კონტროლიც შესაძლებელია, ამ დროს ცდილობთ პასუხისმგებლობის აღებას და გეგმის შემუშავებას მის გადასაჭრელად. და თუ თქვენზე არაფერია დამოკიდებული, მაშინ პანიკა გეწყებათ, რადგან არ ენდობით მოვლენაზე პასუხისმგებელ ადამიანებს.
მეოთხე სურათი
თქვენ ხართ ჩაკეტილი ადამიანი, რომელიც ძალიან იშვიათად ავლენს თავის ემოციებს. შესაძლოა, ეს გამოწვეულია იმით, რომ თქვენი პიროვნების ტიპი ინტროვერტია. ემოციების შეკავება კარგად გამოგდით, როცა ირგვლივ პანიკა სუფევს. შეგიძლიათ მართოთ საკუთარი თავი და დაეხმაროთ სხვებს დამშვიდებაში. თუმცა დაიმახსოვრეთ, რომ ხანდახან უნდა გააზიაროთ ის, რაც თქვენს გონებაშია, რათა თავი ცუდად არ იგრძნოთ და ცოტათი შემსუბუქდეთ.
იმედი გვაქვს, ეს ტესტი დაგეხმარათ საკუთარი თავის უკეთ გაცნობაში. ცხადია, აღწერილი სიტუაციები არ არის ზუსტი, თუმცა დარწმუნებულები ვართ საკუთარი თავის იდენტიფიცირებას მაინც მოახერხებთ. წარმატებებს და გამძლეობას გისურვებთ ნებისმიერ სტრესთან გამკლავების დროს!
დაგვიწერეთ კომენტარებში, თუ თვლით, რომ თქვენი აღწერა ემთხვევა სტრესზე რეაქციის მაჩვენებელს. სთხოვეთ თქვენს მეგობრებსაც, რომ გაიარონ ეს ფსიქოლოგიური ტესტი. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს გახდება ან ფიქრის, ან გართობის მიზეზი!