მთავარი ტესტები გააკეთე ყველაზე მარტივი ტესტი და შეამოწმე შენი ჯანმრთელობა

გააკეთე ყველაზე მარტივი ტესტი და შეამოწმე შენი ჯანმრთელობა

by Keti

ჯანმრთელობის მდგომარეობის გასარკვევად, ბევრი ადამიანი იტარებს უამრავ ტესტს. მაგრამ ახლახან, ბრაზილიელმა მეცნიერმა კლაუდიო გილ არაუჟომ მოახერხა ახალი ტესტის შემუშავება, რომელიც ძალიან ადვილად შეაფასებს ადამიანის ფიზიკური ჯანმრთელობის მდგომარეობას.

ამ ტესტის ეფექტურობა არაერთმა კვლევამ დაადასტურა. ასე რომ, თუ გსურთ მეტი იცოდეთ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, შეასრულეთ ერთი მარტივი ამოცანა!

ფიზიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის კვლევა

აღსანიშნავია, რომ ტესტის დასრულების შემდეგ ქულების დათვლა მოგიწევთ. საბოლოო შედეგიც დამოკიდებული იქნება მიღებული ქულების რაოდენობაზე. წარმატებებს გისურვებთ!

1. ტესტის დასაწყისში თქვენ გაქვთ 10 ქულა. გაიხადე ფეხსაცმელი და დადექი იატაკზე ტერფებით.

2. დაჯექით იატაკზე გადაჯვარედინებული ტერფებით. ამ შემთხვევაში არ შეიძლება, რომ საკუთარ თავს ხელებით დაეხმაროთ. თუ უნებურად ხელით დააფიქსირეთ სხეული, მოცემულ 10 ქულას გამოაკელით ერთი ქულა. თუ წონასწორობა დაკარგეთ, გამოაკელით ნახევარი, ანუ 5 ქულა.

3. გააგრძელეთ იატაკზე ჯდომა ერთი წუთის განმავლობაში. შემდეგ, ფეხების დაშლის გარეშე, შეეცადეთ ადგეთ. კვლავ აკრძალულია საკუთარი თავის ხელებით დაფიქსირება! ამ შემთხვევაში ჯარიმა ისევ ერთი ქულაა.

4. შეაფასეთ თქვენი ფიზიკური ჯანმრთელობა ქულათა მარტივი სისტემით.

ტესტის შედეგები

8-10 ქულა: კარგი შედეგი

შენ ცხოვრების ჯანსაღ წესს მისდევ, შენი სხეული იდეალურ მდგომარეობაშია, ჯანმრთელობა კი – წესრიგში.

6-7.5 ქულა: ნორმალური შედეგი

კარგი იქნება მეტს თუ ივარჯიშებ, თუმცა სანერვიულო არაფერია.

3.5-5.5 ქულა: გამაფრთხილებელი შედეგი

პრობლემები ნამდვილად არსებობს. აუცილებლად უნდა მიხედოთ ჯანმრთელობას და გაიაროთ შესაბამის სპეციალიტთან კონსულტაცია, რომელიც სწორად ვარჯიშს გასწავლით.

0-3 ქულა: მძიმე შედეგი

თქვენ მართლაც არ ხართ კარგ ფორმაში და დაუყოვნებლივ უნდა იზრუნოთ ფიზიკურ ჯანმრთელობაზე, რაშიც ექიმის ჩართულობაც საჭირო იქნება.

რა თქმა უნდა, ასეთი ტესტი არ არის შესაფერისი იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც აწუხებთ კუნთოვანი სისტემის სპეციფიკური დაავადებები ან ვინც უკვე მიაღწია გარკვეულ ასაკს. დანარჩენ შემთხვევაში, ყველას შეუძლია სცადოს ამ სავარჯიშოს შესრულება.

შეინახეთ სტატია და პერიოდულად კვლავ გააკეთეთ ხოლმე ეს მოძრაობა, რათა მუდმივად აკონტროლოთ ფიზიკური ფორმა. ასევე არ დაგავიწყდეთ ამ საინტერესო ტესტის გაზიარება თქვენი მეგობრებისთვის.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: