მთავარი რჩევები როგორ ჩამოვიბანოთ თმის საღებავი კანიდან: დადასტურებული მეთოდები

როგორ ჩამოვიბანოთ თმის საღებავი კანიდან: დადასტურებული მეთოდები

by Keti

ხშირად გოგონები თმას სახლში იღებავენ და ამ დროს რთულია წესების ისე დაცვა, რომ საღებავი კანზე არ დარჩეს, მათი ჩამოშორება კი საკმაოდ რთულია. ამიტომ, ჩვენს დღევანდელ სტატიაში შეიტყობთ, თუ როგორ უნდა ჩამოიბანოთ კანზე დარჩენილი თმის საღებავი ყველაზე გავრცელებული საშუალებებით.

ეს ბიუჯეტური პროდუქტები თითქმის ყველა დიასახლისს აქვს სახლში, ამიტომ ამ ამოცანასთან გამკლავება მარტივია. მთავარია ვიცოდეთ მათი გამოყენება.

როგორ ჩამოვიბანოთ თმის საღებავი: ეფექტური საშუალებები

მცენარეული ზეთი
ეს საუკეთესო საშუალებაა კანზე არსებული თმის საღებავის კვალის მოსაშორებლად. მცენარეული ზეთის გამოყენება ძალიან მარტივია. ჯერ ის გააცხელეთ, ხოლო როცა გათბება, დაასველეთ ბამბის ტამპონი და გაიწმინდეთ ის ადგილები, სადაც საღებავი დაგრჩათ. გაიჩერეთ 15-20 წუთი და შემდეგ ჩამოიბანეთ.

თხევადი საპონი
თუ საღებავის კვალი ახალია, მაშინ ჩვეულებრივი საპნიანი წყალი დაგეხმარებათ მათ ჩამორეცხვაში. თბილ წყალს უნდა დაუმატოთ თხევადი საპონი. ჩადეთ მასში ბამბის ტამპონი და წაისვით იმ ადგილებში, სადაც საღებავი დარჩა. მისი კვალი საგულდაგულოდ უნდა წაიშალოს, შემდეგ კი უბრალო წყლით ჩამოიბანეთ.

კბილის პასტა
ცოტამ თუ იცის ამ მეთოდის შესახებ, არადა ეს მართლაც ძალიან უწყობს ხელს თმის საღებავის მოშორებას. დაგჭირდებათ მხოლოდ კბილის პასტა. კანზე დარჩენილ საღებავზე დაიდეთ თხელ ფენად და დაელოდეთ პასტის გაშრობას. მხოლოდ ამის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. და საღებავის კვალი აღარ დარჩება!

კანის სკრაბი
ეს საშუალება დაგეხმარებათ, თუ დაუყოვნებლივ ეცდებით მისი დახმარებით საღებავის კვალის მოშორებას. როდესაც ლაქა ახალი არ არის, მისი მოშორება გაცილებით რთულია. მაგრამ კანის სკრაბს ამ სამუშაოს შესრულებაც შეუძლია. მისი გამოყენება საკმაოდ მარტივია. ვიღებთ სკრაბს, ვისვამთ საღებავის კვალზე და მსუბუქად ვიმასაჟებთ. ჩამოიბანეთ შეფუთვაზე მითითებული დროის შემდეგ. შედეგად, კანზე საღებავი აღარ დარჩება.

ეს იაფი პროდუქტები ყოველთვის შეიძლება დაიხმაროთ სახლის სხვადასხვა საქმეში. მათი გამოყენება სულ შეგიძლიათ, როდესაც დაგავიწყდებათ სპეციალური საღებავის მოსაშორებელი საშუალების ყიდვა. დაგვიჯერეთ, შედეგი აუცილებლად გაგახარებთ.

გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებსაც!