მთავარი ტესტები ფსიქოლოგიური ტესტი: რას ამბობს შენი საყვარელი ჩაი შენს პიროვნებაზე

ფსიქოლოგიური ტესტი: რას ამბობს შენი საყვარელი ჩაი შენს პიროვნებაზე

by Keti

დიდი ხნის წინ შევამჩნიე, რომ ადამიანები, რომლებიც უპირატესობას ანიჭებენ ჩაის გარკვეულ სახეობას, ერთმანეთს ძალიან ბევრი თვისებით ჰგვანან. შავი ფერის მოყვარულები ჩვეულებრივ აქტიურები და ენერგიულები არიან, ხოლო მცენარეული ჩაის მოყვარულები უფრო მშვიდები და გაწონასწორებულები. და ახლახან, ინტერნეტში, წავაწყდი ტესტს ჩაის შესახებ. ასე რომ, მე არ ვარ ერთადერთი, ვინც შეამჩნია არსებული მსგავსება!

ტესტის შესრულების შემდეგ დავრწმუნდი, რომ აღწერა ზუსტად ასახავდა ჩემს პიროვნებას. ამის მერე ეს ჩემს მეგობრებსაც გავუგზავნე და აბა რა მოხდა? ისევ ასი პროცენტით დაემთხვა აღწერილობები! გირჩევთ თქვენც გაიაროთ ეს ტესტი. აირჩიეთ თქვენი საყვარელი ჩაი და წაიკითხეთ აღწერა!

ჩაის ტესტი: მოქმედებს თუ არა ჩაის არჩევა პიროვნების ხასიათზე?

მწვანე ჩაი
ადამიანები, რომლებიც უპირატესობას ანიჭებენ მწვანე ჩაის, ვნებიანი არიან თავიანთი ცხოვრებით და მშვიდობიანი ხასიათი აქვთ. თქვენი საყვარელი სასმელი გეხმარებათ, თავი კომფორტულად იგრძნოთ და დღითიდღე ენერგიულები და მონდომებულები იყოთ.

შავი ჩაი
თუ შავი ჩაის მოყვარული ხართ, მაშინ დიდი ალბათობით ერთ ადგილას ვერ ჩერდებით. ენერგიული, ამბიციური და თავდაჯერებული ხართ. შავი ჩაის მოყვარულთა ცხოვრებაში შრომას დიდი ადგილი უჭირავს. მაგრამ ამავდროულად ამ ადამიანებმა იციან როგორ იზრუნონ ჯანმრთელობაზე.

ხილის ჩაი
ხილის ჩაის მოყვარულები, როგორც წესი, გახსნილები არიან ყველაფრისთვის. ისინი ადვილად იძენენ ახალ ნაცნობებს, თანხმდებიან გიჟურ თავგადასავლებზე და არ ეშინიათ სიტუაციის ცვლილებების. ეს ადამიანები მხიარულები და დადებითები არიან.

თეთრი ჩაი
თეთრი ჩაის მოყვარულები სულიერი და ღრმა პიროვნებები არიან. ოსტატური ხრიკებით მათ შეუძლიათ შექმნან საოცარი კომბინაცია და სილამაზე, კომფორტი და სიმარტივე გააერთიანონ. ამავე დროს, ისინი შემოქმედებითი და მრავალმხრივი პიროვნებები არიან.

ცივი ჩაი
ასეთ ჩაის უპირატესობას ანიჭებენ ის ადამიანები, ვინც ტენდენციებსა და სიახლეებს ადევნებს თვალს. ცივი ჩაის მოყვარულები გარშემორტყმულები არიან ლამაზი, მაგრამ პრაქტიკული საგნებით, ისინი აერთიანებენ ერთი შეხედვით შეუთავსებელ ნივთებსაც.

ულუნის ჩაი
ამ ტიპის ჩაის უპირატესობას ანიჭებენ ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ ერთ რამეზე გაჩერება და ფოკუსირება. ისინი როგორც წესი, დინჯები, ნელები და ეფექტურად მოაზროვნეები არიან. ულუნგის ჩაის მოყვარულები, ყველაზე დატვირთულ დღესაც კი, განრიგში გამონახავენ დროს იმ საქმისთვის, რასაც მათთვის სიამოვნება მოაქვს.

მცენარეული ჩაი
ადამიანებს, რომლებიც უპირატესობას ანიჭებენ ყვავილებისა და ბალახის ჩაის, შთაგონების პოვნა ყველაზე მოულოდნელ ადგილებში შეუძლიათ. უყვართ სხვებზე ზრუნვა და ასევე ძალიან აფასებენ მათ სწორ დამოკიდებულებებს და ქცევებს.

გვირილის ჩაი
ჩვეულებრივ ამ ჩაის ირჩევენ ისინი, ვისაც დასვენება და განტვირთვა სურს ხანგრძლივი და დატვირთული დღის შემდეგ. ერთი ჭიქა გვირილის ჩაი ძალიან ამშვიდებს სამუშაოთი გატაცებული აქტიური ადამიანების ნერვებს.

პუერის ჩაი
ადამიანებს, რომლებიც უპირატესობას ანიჭებენ პუერის ჩაის, უყვართ კომფორტი და ფუფუნებაც კი. ესენი არიან ძლიერი პიროვნებები, რომლებიც ყოველთვის აღწევენ იმას, რაც სურთ. ისინი არ ნებდებიან და დაუოკებელი სურვილებით მიდიან დასახული მიზნისკენ.

სანელებლებიანი ჩაი
თუ მოგწონთ სანელებლებიანი ჩაი, მაშინ, სავარაუდოდ, თქვენ ხართ კომპანიის სული და ძალიან მეგობრული ადამიანი. ამ სასმელის მოყვარულები ყოველთვის დადებითი ენერგიით არიან დამუხტული და ადვილად იზიდავენ ადამიანებს.

თურმე მეცნიერებმაც კი დაამტკიცეს, რომ სასმელს შეუძლია გავლენა მოახდინოს ადამიანის ხასიათზე. მე კი პირიქით მეგონა: ვფიქრობდი, რომ ჩვენი ხასიათი ახდენს გავლენას ჩაის არჩევანზე!

რას იტყვით, დაემთხვა თუ არა ეს აღწერები თქვენს ხედვას საკუთარი თავის შესახებ? გაგვიზიარეთ კომენტარებში!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: