მთავარი საკითხავი რა არის რეალურად ომი? რუსეთის საქართველოში შემოჭრის მტკივნეული კადრები

რა არის რეალურად ომი? რუსეთის საქართველოში შემოჭრის მტკივნეული კადრები

by Keti

14 წლის წინ, 2008 წლის 7 აგვისტოს, რუსეთმა დაიწყო ღია კონფლიქტი ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე. დაპირისპირება 5 დღიან ომში გადაიზარდა, რომლის შედეგადაც ჩვენი ქვეყნის ასობით მოქალაქე დაიღუპა, ათასობით ადამიანმა საცხოვრებელი სახლი დაკარგა და რუსეთმა დამატებითი ტერიტორიების ოკუპაციაც მოახდინა, რამაც საქართველოს ფართობის 20% შეადგინა.

იმ პირობებში, როცა რუსეთი კვლავ განაგრძნობს ღიად აგრესიული პოლიტიკის გატარებას უკრაინაში, მძიმე, მაგრამ აუცილებელია გავიაზროთ, თუ რა ეტაპების გავლა უწევს უკრაინის მოსახლეობას და რამდენად რთულია მათი მდგომარეობა. ამის გაცნობიერებაში შესაძლოა ჩვენივე ქვეყნის მაგალითი გახსენება დაგვეხმაროს, რომლის ძირითადი შემოქმედიც საქართველოსა და უკრაინის საერთო მტერი – რუსეთია.

1. ქართველი მამაკაცი რუსეთის დაბომბვის შედეგად დაღუპული ძმის ცხედარს დასტირი. 9 აგვისტო, გორი, სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეგიონის საზღვარი

2. ცხინვალის ქართველი მოსახლეობა კონფლიქტურ ზონას ტოვებს

3. ოსი სეპარატისტების მიერ დაჭრილ ჯარისკაცს ქართველი პოლიციელები ეხმარებიან

4. 9 აგვისტოს კონფლიქტის გამწვავების გამო, სამაჩაბლოს სოფელ ჯავას მოსახლეობა, თავშესაფრის ძიებაში მიდიან

5. 23 აგვისტოს, ომის დასრულებიდან ერთი კვირის შემდეგ, თავის დანგრეულ სახლში დაბრუნების შემდეგ, ქალმა ხალიჩა გადმოკიდა. ცხინვალი, სამაჩაბლო

6. ქართველი ჯარისკაცები პოზიციებს იკავებენ სამაჩაბლოს სოფელ ერგნეთის მახლობლად, 5 აგვისტო

7. ქართული ძალები 8 აგვისტოს რეგიონის დედაქალაქ ცხინვალთან ახლოს რაკეტებს ისვრიან, რათა სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ჯარები შეაჩერონ.

8. 9 აგვისტოს გორში რუსული ბომბის აფეთქების შემდეგ დამწვარი კორპუსი

9. რუსული ავიაციის იერიშის შემდეგ გორში ქუჩა ნანგრევებით არის მოფენილი

10. გორის დაბომბვის შედეგად დაშავებული ქალი შველას ითხოვს

2008 წლის ომი 12 აგვისტოს დასრულდა, რუსეთის მცოცავი ოკუპაცია კი დღემდე გრძელდება საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე..