მთავარი რჩევები რა აზრი აქვს სახის ძვირადღირებულ ნიღაბში ფულის გადახდას, როცა კურკუმა არსებობს. აი, რეცეპტი

რა აზრი აქვს სახის ძვირადღირებულ ნიღაბში ფულის გადახდას, როცა კურკუმა არსებობს. აი, რეცეპტი

by guramus

ინდოეთში კურკუმას გარეშე არც ერთ კერძს არ ამზადებენ. ეს ოქროსფერი სანელებელი კერძებს არა მხოლოდ ლამაზ და მადისაღმძვრელ ფერს ანიჭებს, არამედ ხელს უწყობს საკვები ნივთიერებების დიდხანს შენარჩუნებას. სამზარეულოს გარდა, კურკუმა გამოიყენება აიურვედაში სხეულის დეტოქსიკაციისთვის და ასევე აქტიურად იყენებენ კოსმეტოლოგიაში. კურკუმინი დადებითად მოქმედებს კანსა და იმუნიტეტზე, ხელს უშლის სწრაფ დაბერებას. დღეს ჩვენ გეტყვით, თუ როგორ უნდა მოამზადოთ კურკუმას სახის ნიღაბი და გაგიზიარებთ სახლის პირობებში გასაკეთებელი ნიღბების რამდენიმე მარტივ რეცეპტს თქვენი ჯანმრთელობისა და სილამაზისთვის.

ჯერ კიდევ ძვ. წ. 2500 წელს ინდოეთში ამ სანელებელს საქორწილო ცერემონიებისთვის იყენებდნენ. ქორწილამდე პატარძალი სხეულზე კურკუმას სავლებს ისხამდა, რათა კარმა გაეწმინდა და ქორწინებაში „სუფთა“ შესულიყო. დღეისათვის კურკუმას სარგებელი მეცნიერებმაც დაამტკიცეს. კურკუმა ხსნის ანთებას, არბილებს კანს და ებრძვის აკნეს.

 

კურკუმას სახის ნიღაბი

კურკუმას ნიღაბი ლიმონის წვენით ატენიანებს და კვებავს მგრძნობიარე კანს. ნიღბის შემდეგ შეგიძლიათ წაისვათ დამატენიანებელი დღის კრემი. შეურიეთ ერთი ს. კ. ლიმონის წვენი და 3 ს. კ. რძე, შემდეგ დაუმატეთ 0,5 ჩ. კ. კურკუმა. მიღებული ნაზავი წაისვით სუფთა სახეზე და გაიჩერეთ ნიღაბი 10 წუთის განმავლობაში. შემდეგ კარგად ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

 

კურკუმასა და თიხის ნიღაბი

თიხის ნიღაბი მატებს კანს სიჯანსაღის ელფერს და აშორებს მინარევებს ფორებიდან, თავად კურკუმა კი აუმჯობესებს სახის ფერს და ხსნის გაღიზიანებას. აუცილებლად დაიტენიანეთ სახე მკვებავი კრემით თიხის ნიღბების გაკეთების შემდეგ. კურკუმას თიხის ნიღბის მოსამზადებლად აურიეთ ერთი ს. კ. თეთრი თიხა ¼ ჩ. კ. კურკუმა, შემდეგ ინგრედიენტები წყლით განაზავეთ ისე, რომ ბლანტი სითხე მიიღოთ. წაისვით ნიღაბი 15 წუთის განმავლობაში და ჩამოიბანეთ წყლით.

 

კურკუმასა და წიწაკის ნიღაბი

როგორც იცით, კიტრს აქვს მათეთრებელი ეფექტი, ხოლო წიწაკა და ქოქოსი ამშვიდებს კანის სიწითლეს. კურკუმას აქვს ანტისეპტიკური მოქმედება და აძლიერებს ნიღბის კომპონენტების ეფექტს. შეურიეთ 2 ს. კ. წიწაკის ფქვილი ერთ ჩ. კ. ქოქოსის რძეს, შემდეგ დაუმატეთ ერთი ჩ. კ. კიტრის წვენი და 0,5 ჩ. კ. კურკუმა. წაისვით ნიღაბი სახეზე და აცადეთ პასტას, რომ გაშრეს. მათეთრებელი ეფექტის მიღებისთვის გაიმეორეთ პროცედურა კიდევ 2-ჯერ.

 

სკრაბი კურკუმათი

სახის რეგულარული წმენდა სკრაბის საშუალებით უზრუნველყოფს გლუვ და მკვრივ კანს, რომელსაც არ აქცს მკვდარი უჯრედები. სკრაბი ასუფთავებს ეპიდერმისის ზედა ფენას და აუმჯობესებს უჯრედების რეგენერაციას. კურკუმა კი შესანიშნავი პროდუქტია სახლში მოსამზადებელი სკრაბისთვის. შეურიეთ ½ ჩ. კ. კურკუმა 3 ჩ. კ. რძესა და 3 ჩ. კ. სოდას. წაისვით სკრაბი სუფთა ხელებით სველ სახეზე და ნაზად შეიზილეთ კანზე წრიული მოძრაობებით 1-2 წუთის განმავლობაში. შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით და დაიტენიანეთ კანი სახის კრემით.

კურკუმას ნიღბების გამოყენებამდე აუცილებელია ნიღბის კომპონენტების მიმართ მგრძნობელობის ტესტირება. ასევე იცოდეთ, რომ ნიღბების გამოყენების შემდეგ კანი შესამჩნევად იჭიმება. კურკუმას შემცველობის მქონე ნიღბების გაკეთება რეკომენდებულია კვირაში 1-2-ჯერ.

ამ სანელებელს ტყუილად არ უმატებენ საკვებ პროდუქტებს ყვითელი ფერის მისაცემად, უნდა გაითვალისწინოთ, რომ თუ კურკუმას გადააჭარბებთ, შეიძლება მან სახეზე კვალიც დატოვოს. იმისათვის, რომ უსაფრთხოდ გამოიყენოთ ის, თანდათან გაზარდეთ დრო სახეზე ნიღბის გამოყენებისას 5-დან 15 წუთამდე. კურკუმას ნიღბები უნდა წაისვათ თხელ ფენად, ხოლო წასმის შემდეგ დარჩენილი ლაქები შეიძლება მოიცილოთ რძეში დასველებული ღრუბლით.

თქვენ თუ იყენებთ კურკუმას კოსმეტიკური მიზნებისთვის? გაგვიზიარეთ კომენტარებში!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: