მთავარი ურთიერთობები ქალური ეჭვიანობა : რას მალავს ის?

ქალური ეჭვიანობა : რას მალავს ის?

by guramus

აბსოლუტურად ყველამ იცის, რა  გრძნობაა ეჭვიანობა, თუმცა მას  ყველა არ განიცდის.ეჭვიანობა ასოცირდება სიყვარულთან. თუ ადამიანი ეჭვიანობს, ეს იმას ნიშნავს უყვარს. ეჭვიანობა ეს მესაკუთრეების გრძნობაა.

 

  • ქალი ეჭვიანობს მხოლოდ იმიტომ,რომ იცის რაზე არიან წამსვლელები სხვა ქალები..”

 

მაგრამ ქალის  მუდმივი ეჭვიანობა ნიშნავს, რომ  პრობლემა არის მასში და ასევე  მამაკაცთან ურთიერთობაში .როცა  გვიყვარს,  ვიხსნებით და ურთიერთობა სტაბილურდება, აქ არ უნდა იყოს ტყუილის მიზეზი. სიყვარული და ნდობა ერთმანეთის გვერდი-გვერდ  არიან. თუ ნდობა არ არსებობს კონკრეტული ადამიანის მიმართ – არც სიყვარული არსებობს  მაშინ…

ქალი ხომ ბედნიერებისთვისაა დაბადებული!   ამიტომ არ უნდა მივცეთ უფლება ეჭვიანობას ჩვენზე გაიმარჯვოს .სჯობს ხშირად წავიკითხოთ ფრაზები, რომლებიც ცოტათ მაინც დაგვეხმარებიან მისგან თავის დაღწევაში.

  • “მე მჯერა. მე მიყვარს საკუთარი თავი. მე ვიცი ჩემი ფასი და უნიკალურობა. თუ მამაკაცმა ამირჩია ,ესეიგი, მე – საუკეთესო ვარ მისთვის, და მე შემიძლია ვენდო  მას! “

  • ,,ეჭვიანობა – ეს არის ღონისძიება მიმართული განშორებისკენ”

  • ,,ეჭვიანობა უფრო ეგოიზმია, ვიდრე სიყვარული.”

  • ,,მერწმუნეთ: სიყვარულის გზა მაშინ მიდის , როცა ეჭვიანობა მოდის.”

 

D.T.