ცხოვრებაში ერთხელ მაინც შეხვდებით ისეთ ქალს, რომელიც თქვენთვის არის შექმნილი. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში ისე ვკარგავთ საყვარელ ადამიანებს, რომ ვერც ვაცნობიერებთ მათ განსაკუთრებულობას ჩვენს ცხოვრებაში.
გთავაზობთ 7 ფაქტორს, რომლითაც უნდა შეაფასოთ ქალი და თუ 7-ვეს აკმაყოფილებს, გირჩევთ არასოდეს დაკარგოთ იგი.
1. თქვენზე ჭკვიანია
“ნებისმიერი წარმატებული მამაკაცის უკან ჭკვიანი ქალი იმალება.” გსმენიათ ხომ ეს ფრაზა? ხოდა დაფიქრდით და გაიაზრეთ.
2. კეთილი და მზრუნველია
ცოლი უნდა ზრუნავდეს ქმარზე. კაცი ბუნებით სუსტი არსებაა და გვერდით მტკიცე ნებისყოფის ქალი ჭირდება. ქალს ნებისმიერ დროს უნდა შეეძლოს დაგიდგეთ გვერდში. იგი თქვენზე დედასავით უნდა ზრუნავდეს.
3. ენერგიულია
ქალმა ნებისმიერ დროს უნდა შეძლოს თქვენი დაღლილი და გათიშული გონება გამოაცოცხლოს, დაგმუხტოთ ახალი ენერგიით და სიცოცხლის სურვილი დაგიბრუნოთ. ამისთვის მას ულევი ენერგია ჭირდება.
4. კომპრომისზე წასვლა შეუძლია
ცხოვრება რთულია. ყველაზე მტკიცე სიყვარულსაც კი უჩნდება ბზარები, თუ ორივე მხარე ჯიუტად იცავს თავის პოზიციას. რომელიმემ დათმობაზე წასვლა არ უნდა ითაკილოს.
5. ვნებიანია
არ არსებობს მტკიცე ურთიერთობა სექსის გარეშე. ნებისმიერი წყვილი განწირულია თუ ერთმანეთის მიმართ ლტოლვა არ გააჩნიათ.
6. გიქმნით კომფორტს
ქალს უნდა შეეძლოს სახლი სასიამოვნო გარემოდ გადააქციოს. მყუდროების გარეშე მალე მოგბეზრდებათ ერთიერთობა.
7. ძლიერია
ქალი ძლიერი უნდა იყოს, მაგრამ არ უნდა იყოს მამაკაცური. მას დამოუკიდებლად უნდა შეეძლოს გადაწყვეტილებების მიღება. ნებისმიერ წვრილმანზე არ უნდა შეგაწუხოთ.