7 ძალიან ეფექტური და მარტივი რჩევა, რომელიც სწორად კვებას დაგაწყებინებთ.
1.დილით, უზმოზე დალიეთ ერთი ჭიქა (უმჯობესია 2) თბილი წყალი.
2. 10 წუთის შემდეგ ისაუზმეთ (საუზმე- ომლეტი, მოხარშული კვერცხი, მარცვლეული, მაკარონი, ფაფები – ეს საკვები დაგმუხტავთ ენერგიით მთელი დღის განმავლობაში, განსაკუთრებით – შვრიის ფაფა). არ ღირს თქვენი ორგანიზმის გადატვირთვა სენდვიჩებით და ნამცხვრებით.
3. ყოველთვის, ჭამამდე 10-20 წუთით ადრე დალიეთ ერთი ჭიქა წყალი (როგორც წესი, ორგანიზმი “მოითხოვს” წყალს და არა საჭმელს. გარდა ამისა, ჩვენ ვწმენდთ ორგანიზმს საკვების ნარჩენებისგან)
4. ჭამეთ ხშირად, მაგრამ ცოტ-ცოტა (მაგიდიდან ყოველთვის ადექით შიმშილის მსუბუქი შეგრძნებით – ასე კუჭი დროთა განმავლობაში მცირდება ზომაში და “ითხოვს” სულ უფრო და უფრო ნაკლებ საკვებს).
5. საკვების მიღებებს შორის ინტერვალი უნდა იყოს 2-3 საათი.
6. კვების დროს დალიეთ წყალი, მაგრამ ცოტა! წყლის დიდი რაოდენობით მიღება რეკომენდირებულია დაახლოებით ჭამის დასრულებიდან ერთი საათის შემდეგ.
7. ჭამეთ 6-ის მერე, მაგრამ დაძინებამდე 2-3 საათით ადრე!