მთავარი რჩევები ვანგას ჰკითხეს, რომელი ნივთები შევინახოთ სახლში რომ ენერგიით შევავსოთ აურა. მან ყველას გვიპასუხა

ვანგას ჰკითხეს, რომელი ნივთები შევინახოთ სახლში რომ ენერგიით შევავსოთ აურა. მან ყველას გვიპასუხა

by guramus

ვანგას შესახებ ყველას კარგად მოგეხსენებათ. ბულგარელი წინასწარმეტყველი ძალიან პოპულალურია საზოგადოებაში. ძალიან ბევრს მისი უსიტყვოდ სჯერა. ვანგას ბევრი წინასწარმეტყველებაც ახდა და ბევრი ადამიანი აარიდა უსიამოვნებას.

დღევანდელ სტატიაში გვინდა ვანგას კიდევ ერთი რჩევის შესახებ მოგახსენოთ. მას ჰკითხეს, რომელი ნივთებია აუცილებელი სახლში, რომ სიკეთე, დადებითი ენერგია, ხვავი და ბარაქა არ მოგვაკლდეს?!

ვანგამ 7 ასეთი ნივთი დაასახელა. ყველა მათგანის შესახებ სტატიაში მოგიყვებით.

ვანგას აზრით, სამზარეულოში ყოველთვის უნდა იყოს ვაშლი. ეს ყველასათვის საყვარელი ხილი ხვავს და ბარაქას უზრუნველყოფს თქვენს სამზარეულოში და ზოგადად, ოჯახში.

ასევე, ვანგამ თქვა: “თაფლი სახლში ნიშნავს კეთილდღეობას და ბარაქას!” ძველი ხალხის აზრით, ფუძის ანგელოზებს განსაკუთრებით თაფლი უყვართ. ასე რომ, ოჯახში აუცილებლად უნდა იქონიოთ ძალიან გემრიელი და საყვარელი ნუგბარი.

დიდებულმა წინასწარმეტყველმა ერთხელ თქვა: “გინდათ იპოვოთ ცხოვრების სწორი გზა? გინდათ თქვენი საყვარელი ადამიანები მუდამ თქვენს გვერდით იყვნენ? მაშინ სახლში აუცილებლად იქონიეთ შალის ძაფის გორგალი!”

გარდა ზემოთ ჩამოთვლილი ნივთებისა, ვანგა ყველას ურჩევს სახლის შესასვლელში დიდი მრგვალი სარკის დაკიდებას. წინასწარმეტყველის აზრით, სარკე ნეგატიურ ენერგიას აირეკლავს. შესაბამისად, თუ სტუმარი ცუდი განწყობით შემოვა თქვენს ოჯახში, პირველი სარკეს დაინახავს, რომელიც აირეკლავს ნეგატიურ ენერგიას და მთელს სახლს აღარ მოედება.

ვანგა ასევე გვირჩევს, სახლში გვქონდეს ნიორი და საპონი. ორივე ხვავის და ბარაქის მომტანია. ოღონდ უნდა გაითვალისწინოთ, რომ საპონი ბუნებრივი უნდა იყოს და არა, ქიმიურად დამზადებული.

ცხენის ნალის შესახებ ყველამ კარგად ვიცით. ვანგაც ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ კარებში ნალის დაჭედება კარგი აზრია. ნალს შეუძლია თქვენი ოჯახი სიკეთით აავსოს.

თქვენ რამდენად გჯერათ ვანგას მოსაზრებების და წინასწარმეტყველებების? გაგვიზიარეთ კომენტარებში რას ფიქრობთ <3