თბილისის მერმა, გუშინ, მთავრობის სხდომიდან ვაკანსიების გამოცხადება დააანონსა. კახა კალაძემ თქვა, რომ პოზიციების მიხედვით სახელფასო სარგო 1862 ლარიდან 3325 ლარამდე იქნება.
რომელ და რამდენ ადგილზეა გამოცხადებული ვაკანსიები და სად შეუძლიათ მსურველებს cv-ების გაგზავნა – ამ კითხვებით bm.ge-მ თბილისის მერიას მიმართა. მათი ინფორმაციით, 65 ვაკანსია hr.gov.ge-ზე გამოქვეყნდება.
გარდა ამისა, დაინტერესებულ პირს შეუძლია კონკურსის გამოცხადებამდე შეიტანოს CV და განცხადება თბილისის მერიაში, თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს სახელზე.
“მონიტორინგის სამსახურის ფუნქცია კი არის, არასწორად პარკირებულ ავტომობილებზე შესაბამისი რეაგირების მოხდენა. სამუშაოს დრო კვირაში 40 საათია” – განმარტავენ მერიაში.
რაც შეეხება ანაზღაურებას, რომელიც მონიტორინგის სამსახურის 3 კატეგორიაზე ცხადდება, ხელფასი კატეგორიების მიხედვით შემდეგნაირია:
- I კატეგორიაზე – 3 325 ლარი;
- II კატეგორიაზე -2 660 ლარი.;
- III კატეგორიაზე -1 862 ლარი.
წყარო : https://bm.ge/