მთავარი საკითხავი არნოლდ შვარცენეგერი მიუნხენის აეროპორტში დააკავეს bm.ge

არნოლდ შვარცენეგერი მიუნხენის აეროპორტში დააკავეს bm.ge

by lana

ამერიკელი მსახიობი და კალიფორნიის ყოფილი გუბერნატორი არნოლდ შვარცენეგერი მიუნხენის აეროპორტში რამდენიმე საათით დააკავეს. როგორც გერმანული მედია წერს, დაკავების მიზეზი 26 000 ევროს ღირებულების Audemars Piguet-ის საათი გახდა, რომელიც შვარცენეგერმა არ დაადეკლარირა.

საბაჟო წესების დარღვევის გამო, მსახიობს 35 000 ევროს ოდენობის ჯარიმის გადახდა მოუწია. გერმანული საბაჟო კანონმდებლობის მიხედვით, ჯარიმის ნახევარი მსახიობს ნაღდი ფულის სახით უნდა გადაეხადა, რის გამოც შვარცენეგერს ბანკში მებაჟის თანხლებით მისვლა და თანხის გამოტანა მოუხდა.

როგორც გერმანიის საბაჟო სამსახურის პრესსპიკერმა განაცხადა, „თუ პროდუქტი რჩება ევროკავშირში, მისი დეკლარირება აუცილებელია. ეს წესი მოქმედებს ყველაზე, იქნება ეს შვარცენეგერი, მიულერი, მაიერი თუ ჰუბერი“.

გერმანული მედიის ცნობით, შვარცენეგერი ავსტრიის სათხილამურო კურორტზე მიემგზავრებოდა, რის გამოც ის აშშ-დან მიუნხენში ჩაფრინდა. ავსტრიის კურორტზე დღეს საერთაშორისო კლიმატის სამიტი იხსნება, რომელზეც აუქციონია დაგეგმილი. სწორედ აღნიშნულ აუქციონზე გასატანად მიჰქონდა შვარცენეგერს ძვირად ღირებული საათი. აუქციონიდან შემოსული თანხა კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ დაგეგმილ ინიციატივებს მოხმარდება.

ცნობისთვის, 76 წლის არნოლდ შვარცენეგერი ავსტრიაშია დაბადებული და ხშირად სტუმრობს სამშობლოს. სამსახიობო და პოლიტიკური აქტივობების გარდა, ის საქველმოქმედო საქმიანობითაცაა ცნობილი. 2017 წელს მან დააარსა “შვარცენეგერის კლიმატის ინიციატივის ფონდი”, რომელიც ყოველწლიურად ავსტრიაში საერთაშორისო სამიტს მასპინძლობს. სამიტი საქველმოქმედო აუქციონსაც მოიცავს, რომელზეც მსახიობი პირად ნივთებსაც ყიდის

წყარო : https://bm.ge/

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: