მთავარი საკითხავი გასამართ სადგურებზე საწვავი 4-10 თეთრით გაიაფდა – რა ფასად შეიძენთ ბენზინს და დიზელს? – bm.ge

გასამართ სადგურებზე საწვავი 4-10 თეთრით გაიაფდა – რა ფასად შეიძენთ ბენზინს და დიზელს? – bm.ge

by lana

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთი კვირის განმავლობაში შემცირდა. ქვეყანაში მოქმედ ე.წ. ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე გასული ერთი კვირის პერიოდში სხვადასხვა ტიპის საწვავი 4-დან 10 თეთრამდე გაიაფდა.

საწვავის იმპორტიორი და რეალიზატორი ზოგიერთი კომპანიის ვებგვერდებზე გამოქვეყნებული ფასების არქივი საწვავის ღირებულებაზე დაკვირვების საშუალებას გვაძლევს – რომელ ქსელში, რამდენით და როდის შეიცვალა საწვავის ღირებულება.

საწვავის ფასი გასამართი სადგურების ქსელებში:

Socar-ის გასამართი სადგურების ქსელში საწვავის ღირებულება 16 იანვარს შემცირდა და დღეისთვის ამ კონკრეტული ბრენდის ქსელში საწვავის ჩასხმა შემდეგ ფასად შეგიძლიათ:

ნანო სუპერი – ₾3.69, შემცირება – 6 თეთრი;
ნანო პრემიუმი – ₾3.27, შემცირება – 5 თეთრი;
ნანო ევრო რეგულარი – ₾3.13, შემცირება – 4 თეთრი;
ევრო 5 დიზელი – ₾3.35, შემცირება – 5 თეთრი;
ნანო ევრო 5 დიზელი – ₾3.43, შემცირება – 4 თეთრი;
LPG – ₾2.10
CNG ბუნებრივი აირი – ₾1.60

Wissol-ის გასამართი სადგურების ქსელში ყველა ტიპის საწვავი 13 და 18 იანვარს 5-5 თეთრით გაიაფდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბოლო ერთ კვირაში „ვისოლის“ მომხმარებელს საწვავის ჩასხმა 10 თეთრით გაუიაფდათ. დღეს ამ ბრენდის სადგურებზე საწვავის შეძენა შემდეგ ფასადაა შესაძლებელი:

ეკო სუპერი – ₾3.65;
ეკო პრემიუმი – ₾3.22;
ეკო დიზელი – ₾3.40;
ევრო დიზელი – ₾3.35;
ევრო რეგულარი – ₾3.09;
დიზელ ენერჯი – ₾3.30;
ვისოლ გაზი – ₾1.64;

Gulf-ის ქსელში საწვავის ღირებულება 10 იანვრის შემდეგ 17 იაnვარს შეიცვალა და ყველა ტიპის საწვავი 4-დან 10 თეთრამდე გაიაფდა. შედეგად საწვავის ფასები Gulf-ის სადგურებზე შემდეგია:

G-Force სუპერი – ₾3.65, შემცირდა – 4 თეთრით;
G-Force პრემიუმი – ₾3.19, შემცირდა – 8 თეთრით;
G-Force ევრო რეგულარი – ₾3.09, შემცირდა – 10 თეთრით;
ევრო-რეგულარი – ₾2.99, შემცირდა – 10 თეთრი;
G-Force ევრო დიზელი – ₾3.39, შემცირდა – 6 თეთრი;
ევრო დიზელი – ₾3.29, შემცირდა – 6 თეთრი;
გაზი – ₾1.69;

უნდა აღინიშნოს, რომ ბრენდირებული გასამართი სადგურების სხვა ქსელებს, მაგალითად Lukoil-ის, Rompetrol-ის და Portal-ის შემთხვევაში, კომპანიებს ვებგვერდებზე ფასების ცვლილების არქივზე დაკვირვების შესაძლებლობას არ გვაქვს.

თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ Rompetrol-ს ქსელში 10 იანვრის შემდეგ სხვადასხვა ტიპის საწვავის ღირებულება 3-4 თეთრითაა შემცირებული და დღეისთვის ასეთია:

Efix სუპერი – ₾3.74, შემცირება – 4 თეთრი;

Efix ევრო პრემიუმი – ₾3.32, შემცირება – 3 თეთრი;

ევრო რეგულარი – ₾3.15, შემცირება – 3 თეთრი;

Efix ევრო დიზელი – ₾3.52, შემცირება – 4 თეთრი;

ევრო დიზელი – ₾3.42 ლარი, შემცირება – 4 თეთრი;

 

ფასები 5 თეთრით შემცირებულია ასევე Lukoil-ის ბრენდის გასამართი სადგურების ქსელში, სადაც ბენზინის და დიზელის შეძენა დღეისთვის შემდეგ ფასად შეგეძლებათ:

Super Ecto – ₾3.67, შემცირება – 5 თეთრი;

Premium Avangard – ₾3.20, შემცირება – 5 თეთრი;

Euro Regular – ₾3.03, შემცირება – 5 თეთრი;

Euro Diesel – ₾3.35, შემცირება – 5 თეთრი;

 

Portal-ის გასამართ სადგურებში 10 იანვრის შემდეგ 5 თეთრით მხოლოდ დიზელის საწვავი გაიაფდა:

Premium – ₾2.99;

Euro Regular – ₾.2.89;

Euro Diesel – ₾3.54;

Effect Diesel – ₾3.45;

Diesel – ₾2.99, შემცირდა – 5 თეთრით.

წყარო : https://bm.ge/