დიდი მუცელი, ან უფრო მატივად რომ ვთქვათ, ღიპი ძალიან დიდი პრობლემაა ბევრ ადამიანში. სულაც არ არის საჭირო ვიყოთ ჭარბწონიანი, ღიპი მაინც იზრდება უსასრულოდ. ბოლოს კი იქამდე მიდის საქმე, რომ შეუძლებელია ნორმალურად ცხოვრება.
როგორც ზემოთ გითხარით, დიდი მუცელი სულაც არ არის ჭარბწონიანობის შედეგი. მუცელში გროვდება აირები, რომლებიც ქმნის დისკომფორტს. ჭარბი აირები კი ზრდის მუცლის ზომას.
მუცლის ზრდის რამდენიმე მიზეზი არსებობს, კერძოდ:
– ბევრი სითხის მიღება – დღეში 6-8 ჭიქა საკმარისია, რომ მუცელი უსაშველოდ გაიზარდოს.
– სტრესი – როგორც კვლევებმა აჩვენა, სტრესი ხელს უშლის საჭმლის მომნელებელი სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას.
– ნახშირწყლები – დიდი რაოდენობით მიღების შემთხვევაში, შესაძლოა თქვენმა მუცელმა ფორმა დაკარგოს და ზრდა დაიწყოს.
გთავაზობთ რეცეპტს, რომელიც დაგეხმარებათ მუცლის ზომის შემცირებაში. 5 ჭიქა ანადუღარ წყალში ჩაყარეთ 150 გრ ქლიავი და 150 გრ ფინიკი. ადუღეთ 15 წუთი, გადაწურეთ და შეინახეთ მაცივარში. ყოველ დილით უზმოზე მიიღეთ 1 სუფრის კოვზი.