რემარკის “ნასესხები სიცოცხლე” ანუ ყველასათვის საყვარელი რომანი

by guramus

რემარკის გამორჩეული ნაწარმოებია, რადგანაც მასში არ არის საუბარი ისეთ ბინძურ თემაზე, როგორიცაა პოლიტიკა და ძირითადად საუბარია პერსონაჟების ფსიქოლოგიურ მდგომარეობებზე. ასევე წიგნი გაჯერებულია საოცარი ფრაზებითა და დიალოგებით, რომელიც ჩვენს მკითხველს დიდიხანია მოსწონს.

გთავაზობთ წიგნის მცირე განხილვას

რომანის ერთ-ერთი გმირი ლილიანი დაავადებულია ტუბერკულოზით და მკურნალობის ნაცვლად , რეალური ცხოვრების დაწყებას იწყებს, რომელშიც თავს თითქოს ბედნიერად და თავისუფლად გრძნობს. ამაში მას უცნობი ეხმარება (კლერფე) , რომელიც დროებით ლილიანის გონებას დაიპრყობს. ლილიანს სინამდვილეში ბორისი უყვარს, თუმცა ბორისი წარსულს და იმას ახსენებს, რაც რეალურად სჭირს (ტუბერკულოზს) , ამიტომაც მიატოვებს მას და კლერფესთან ერთად ევროპაში დროის გასატარებლად წავა. ფილმში რამდენიმე პასაჟია, რითაც მკითხველი ადამიანებს მოგვიწოდებს, რომ ფულის შეგროვების ნაცვლად მოვიხმაროთ ის და ვიცხოვროთ , სანამ ამის საშუალება გვაქვს. ლილიანის ბედნიერება ხანმოკლე აღმოჩნდება – ის ვერ გაექცევა თავის რეალურ სახეს, რისგანაც ასე უნდოდა შორს წასვლა. მცდელობა დროისტარების , კრახით დასრულდება (კლერფე კვდება) , რაც იმის სიმბოლოა, რომ ადამიანების ყოველი მცდელობა : გაექცეს რეალობას , საფუძველს მოკლებულია და ცუდად დამთავრდება.

გთავაზობთ წიგნიდან გამორჩეულ მონაკვეთებს.

  • -განა არასდროს არ ყოფილხარ ბედნიერი? – იკითხა ლილიანმა.
– ხშირად.
ლილიანმა კლერფეს შეხედა.
– ყოველთვის სხვადასხვანაირად, – მიუგო კლერფემ.
– როდის ყოფილხართ ყველაზე მეტად?
– მარტოდ ყოფნისას.
  • ადამიანთან ერთად ყოველთვის რაღაც კვდება, ალბათ მცირეოდენი იმედი.
  • ძალზე დიდი მზრუნველობა, ისევე როგორც ზრუნვის ნაკლებობა, კლავს ავადმყოფს.
  • ყოველივე ამქვეყნად შეიცავს საკუთარ წინააღმდეგობას; არაფერს შეუძლია არსებობა თავისი წინააღმდეგობის გარეშე, როგორც სინათლეს ჩრდილის, სიმართლეს სიცრუის, ილუზიას რეალობის გარეშე, – ყველა ეს ცნება არა მარტო დაკავშირებულია ურთიერთთან, არამედ განუყოფელი არის ერთმანეთისაგან.
  • …რა იციან რომ, ცხოვრება აფრიანი ნავია, რომელსაც საკმაოდ ბევრი აფრა აქვს და ყოველ წუთში შეიძლება გადაბრუნდეს.

 

D.T.

ასევე დაგაინტერესებთ