მთავარი ახალი ამბები როგორ დასცინოდა ბერძნული პრესა საქართველოს ნაკრებს – ვინ დარჩა “გაღიმებული” ანუ იცინის ის, ვინც ბოლოს იცინის

როგორ დასცინოდა ბერძნული პრესა საქართველოს ნაკრებს – ვინ დარჩა “გაღიმებული” ანუ იცინის ის, ვინც ბოლოს იცინის

by lana

ოწინააღმდეგე ყოველთვის ღირსეულად უნდა შეაფასო – ომი იქნება თუ სპორტი. წინაააღმდეგ შემთხვევაში, თავს ჩაიგდებ ისეთ უხერხულ მდგომარეობაში, როგორც ეს ბერძენ ჟურნალისტებს დაემართათ.

შეგახსენებთ, რომ საქართველო-საბერძნეთის მატჩის წინ ინტერნეტში გავრცელდა ეპიზოდი ბერძნული პრესიდან, რომელშიც იქაური ჟურნალისტები საქართველოს ნაკრებს დასცინოდნენ.

„საქართველოში ძირითადი სპორტის სახეობები ძალოსნობა, ჭიდაობა და ძიუდოა, მაგრამ ბურთსაც თამაშობენ… დინამომ 1981 წელს თასების მფლობელთა თასი მოიგო და ბერძნულ კლუბს ევროთასი მოგებული არ აქვს, თუმცა ის საბჭოთა კავშირის წარმატება იყო და არა საქართველოსი…

რაც შეეხება მათ ფეხბურთელებს, კვარაცხელიას გარდა ქართველები კუთხის მაღაზიებში თამაშობენ. დიახ, კარგი მეკარეც ჰყავთ, მამარდაშვილი, რომელიც “ვალენსიაში” ჩინებულად ასპარეზობს.

ფინალი, რომ საბერძნეთში იმართებოდეს, ჩვენ უკვე ევროპის ჩემპიონატის ბილეთებს უნდა ვჯავშნიდეთ”.

დარჩნენ ბერძენი ჟურნალისტები გაღიმებულები. ევრო 2024-ზე „ბურთსაც ითამაშებენ“ ქართველები და არა ბერძნები. რაც შეეხება „კუთხის მაღაზიებში“ მოთამაშე ქართველ ფეხბურთელებს, ეს ან არაპროფესიონალიზმია, ან პირდაპირი განზრახვა, რომ შეურაცხყოფა მიაყენო. თუმცა „კუხნიდან“ და “კუთხის მაღაზიებიდან” ევროპის ჩემპიონატს ბერძნები უყურებენ, ქართველები კი იქ ვიქნებით.

საინტერესოა, ბერძნებს აქვთ თუ არა გამოთქმები, რომ „ჯერ გადახტი და ჰოპლა მერე დაიძახეო“ ან იცინის ის, ვინც ბოლოს იცინისო. თუ არ აქვთ ვასწავლით.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: