მთავარი ასტროლოგია ზოდიაქოს ყველაზე მაგარი ცოლების სამეული

ზოდიაქოს ყველაზე მაგარი ცოლების სამეული

by guramus

ასტროლოგების  მიხედვით ზოდიაქოს სამი ნიშანი განსაკუთრებულად მზრუნველი ხდება, თუ საქმე საყვარელ მამაკაცს ეხება.

3. თხის რქა

თხის რქა ქალმა ზუსტად იცის რა უნდა საყვარელი მამაკაცისგან. დაოჯახების გადაწყვეტილებას ფრთხილად იღებს, თუმცა გააზრებულად და ყველა დეტალის მიმოხილვით. ის ნებისმიერ ექსტრემალურ სიტუაციაში ფხიზელია და სულაც არ უჭირს რთული სიტუაციიდან მარტივი გამოსავალის პოვნა.

2. მერწყული

მერწყული ქალების ყველაზე მთავარი პრობლემა ისევ მათშია, რადგან არ უყვართ პირველობა. სწორედ ზემოთხსენებული მიზეზის გამო ჩამოუვარდებიან პირველადგილოსანს. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალები მზრუნველები არიან, ზუსტად იციან რა უნდა გასცენ და რა მიიღონ სანაცვლოდ.

მერწყული ქალები მამაკაცების საოცნებო ობიექტებად რჩებიან, თუმცა ნაკლიც აქვთ: მათ არ უყვართ დაოჯახებაზე საუბარი, ფიქრი და რთულია მათი ოჯახურ უღელში მოქცევა.

1. კირჩხიბები

კირჩხიბები საუკეთესო ცოლები არიან, თუმცა ნახსენები სამი ნიშანიდან ყველაზე რთულია მათი რაიმე ტიპის ურთიერთობაზე დათანხმება. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ქალებს არ უყვართ ოფიციალური ურთიერთობები და არც სასიყვარულო ამბებში უმართლებთ.

კირჩხიბები მთელი ცხოვრება ეძებენ იმ ერთადერთს, ვისაც ცხოვრებას შესწირავენ. და თუ იპოვიან, მათზე ბედნიერი არავინაა. კირჩხიბებს დომინანტი მამაკაცები მოსწონთ.

ფიქრობენ, რომ მამაკაცი მათზე ძლიერი უნდა იყოს. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ სუსტები არიან. პირიქით, ქალები კირჩხიბები ლამაზები არიან, ჭკვიანები და ყველაფერთან ერთად საუკეთესო დიასახლისები.