მთავარი ახალი ამბები “კი, მის გამო დავბრუნდი, იყო ულტიმატუმი…“ – რატომ დაბრუნდა გია სურამელაშვილი საქართველოში?

“კი, მის გამო დავბრუნდი, იყო ულტიმატუმი…“ – რატომ დაბრუნდა გია სურამელაშვილი საქართველოში?

by lana

მომღერალი გია სურამელაშვილი წლებია ახერხებს, საზოგადოების ყურადღების ცენტრში იყოს და პოპულარობასაც ინარჩუნებს. ამიტომაა, რომ მისი ამბებიც საინტერესოა ხოლმე. ჯერ 90-იან წლებში ახალამობრწყინებულ ვარსკვლავზე უამრავი ქალი იყო შეყვარებული. გია ამჯერად ამერიკიდან დაბრუნდა და გადაცემაში „გვიანი დილა” სამშობლოში დაბრუნების ემოციებსა და პირადზე საუბრობს.

“დიდი ამერიკის მერე, ნელ-ნელა ვიხოდები, მაგრამ ჩემი ქვეყანა მირჩევნია, თუ ძალა გაქვს და უნარი აქ ჯობია იყოთ და იმუშავეთ. ამერიკა არ არის ისეთი, როგორიც ჩანს ოცნებებში. ჩემი ქვეყანა არაა ამერიკა, უფრო ახლოს მირჩევნია ვიყო, ვიდრე ასე შორს. ვერსაჩეს პროდიუსერს ვყვარებივარ და ჩემს კონცერტზე მოვიდა”,- განაცხადა გია სურამელაშვილმა.

მან წამყვანის კითხვაზე, საყვარელი ადამიანის ულტიმატუმის გამო დაბრუნდა თუ არა ამერიკიდან, ასე უპასუხა:

“ეგ ინფორმაცია საიდან გაქვთ? საიდან გამოჟონა ამან?! კი, მის გამო დავბრუნდი, იყო ულტიმატუმი. მიყვარს მარტოობა, კარგად ვარ და მირჩევნია ასე ვიყო, ამიტომაც არ ვურიგდები ჩემს ყოფილს. ახლა პარადი მიმყავს ტიკ-ტოკზე, 80 000 გამომწერი მყავს”,- ამბობს გია.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: