მთავარი ახალი ამბები “ყოველდღე მესმის ჩემი შვილებისგან: “უაზრობაა სკოლაში სიარული“, “მასწავლებელს გაკვეთილის ჩატარება დაეზარა“, “ჩემი ახსნილი თუ ვერ გაიგეთ, სახლში წაიკითხეთო“

“ყოველდღე მესმის ჩემი შვილებისგან: “უაზრობაა სკოლაში სიარული“, “მასწავლებელს გაკვეთილის ჩატარება დაეზარა“, “ჩემი ახსნილი თუ ვერ გაიგეთ, სახლში წაიკითხეთო“

by lana

სკოლებში სწავლების ხარისხი უფრო და უფრო მეტ მშობელს აშფოთებს. მათ შორისაა 5 შვილის დედა მაკა საკანდელიძე. რამდენიმე დღის წინ ქალბატონმა მაკამ სკოლაში არსებულ მდგომარეობაზე პოსტი გამოაქვეყნა. მოგვიანებით კი განცხადებით მიმართა განათლების სამინისტროს, საქართველოს სახალხო დამცველს, საქართველოს პარლამენტს და განათლების ხარისხის ეროვნულ ცენტრს.

უცვლელად გთავაზობთ მის პოსტს და გაცხადებას.

“ჩემთვის ძალიან მტკივნეულ საკითხზე მინდა გესაუბროთ. მოსვენებას არ მაძლევს და ვერ ვურიგდები დღეს სკოლაში არსებულ მდგომარეობას გაკვეთილების ხარისხთან დაკავშირებით. ყოველ დღე მესმის ჩემი შვილებისგან: „დღესაც მოსაწყენი გაკვეთილები იყო“, „უაზრობაა სკოლაში სიარული“, “ბავშვები ხმაურობდნენ და მასწავლებელმა გაკვეთილი ვერ ჩაატარა“, „მასწავლებელს გაკვეთილის ჩატარება დაეზარა“, „ჩემი ახსნილი თუ ვერ გაიგეთ, სახლში წაიკითხეთო“, „მაინც ყველა ემზადებით და ამას არ აგიხსნითო“ და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ კერძოდ ვამზადებ ყველა შვილს, მშვიდად მაინც ვერ ვარ. სკოლაში გატარებული 5 თუ 6 საათის შემდეგ ჯერ ერთ რეპეტიტორთან მიდიან, მერე მეორესთან ან სპორტზე. სახლში 9 ან 10 საათისთვის ბრუნდებიან ისეთი დაღლილები, რომ მეცადინეობის თავი აღარ აქვთ.
რეპეტიტორობის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მხოლოდ ეს არ უნდა იყოს საჭირო დაწყებითი კლასებიდან და არ უნდა ვაქციოთ ნორმად. ნუ გავუწევთ დათვურ სამსახურს ჩვენს ხელისუფლებას. სკოლაში სიარული მხოლოდ ნიშნებისა და ატესტატის მისაღებად არ უნდა გვჭირდებოდეს. არაერთხელ ვესაუბრე ჩემი შვილების სკოლის დირექტორს. ვთხოვე მიეღო ზომები მდგომარეობის გამოსასწორებლად, მაგალითად გაეცოცხლებინა და მოქმედებაში მოეყვანა ხარისხის კონტროლის ჯგუფი, რომელიც იქნებოდა მასწავლებლისა და მოსწავლის მხარდამჭერი და არა ვინმეს დასჯაზე ორიენტირებული; მშობლებთან ერთად დაესახა ამოცანები, რომლის განხორციელებაშიც მხარს დავუჭერდით. სკოლაში შეიქმნა მშობლების საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ფასდაუდებელ რესურსად შეიძლებოდა ქცეულიყო ბავშვებზე მზრუნველ გარემოში, მშობელთა ჩართულობას მართლაც რომ მიესალმებოდეს სკოლის ადმინისტრაცია, რომელიც პრობლემებს აღიარებს, თუმცა, როგორც თავად აცხადებს, არაფრის შეცვლა არ შეუძლია.

სკოლა იქცა საპატიმროდ, სადაც 5 – 6 საათი იძულებით უნდა გაატარო კვირაში ხუთჯერ. ბევრი მიზეზია, რაც განაპირობებს სწავლების დაბალ ხარისხს: გადატვირთული კლასები (25 – 35 მოსწავლე თითოეულ კლასში), დამხმარე რესურსების დეფიციტი ან არარსებობა, უხარისხო სახელმძღვანელოები, გადატვირთული პროგრამა, დრომოჭმული მიდგომები ე.წ. „ზეტ“ და “ალფა”თაობის მოსწავლეებთან, პროფესიონალიზმისა და მასწავლებლის პროფესიის თუ ბავშვის სიყვარულის ნაკლებობა, მასწავლებლისა და მოსწავლის გადატვირთული დღის წესრიგი, რაც იწვევს არა მარტო სწავლა-სწავლების დემოტივაციას, არამედ ფსიქო-ემოციურ გაუწონასწორებას, რასაც ადასტურებს მოსწავლეთა მეტისმეტად მაღალი მიმართვიანობა მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგიურ ცენტრში. არ უნდა დავივიწყოთ მშობლების მხრიდან დაშვებული შეცდომებიც.
ჩემს შვილებს არ გამოსდით უინტერესო გარემოსთან შეგუება და ადაპტაცია. დარდობენ, რომ დროს ფლანგავენ სკოლაში. მეც ვერ ვახერხებ ამ მოცემულობის დაიგნორებას. ვერ ვეუბნები ჩემს შვილებს ვწუხვარ, მაგრამ ვერაფერს შევცვლით, მაინც არაფერი გამოგვივა, უნდა შევეგუოთ და მოვერგოთ არსებულ რეალობას, სხვა გზა არ არის… ვერ ვეუბნები იმიტომ, რომ მჯერა, სხვა გზა არის და ეს გზა ბარათაშვილის მერანივით ჩვენ, მშობლებმა უნდა გავკაფოთ. ჩვენ უნდა დავურღვიოთ ჩვენი შვილების უფლებების მთავარ დამრღვევებს – დირექტორსაც, მინისტრსაც, პრემიერ მინისტრსაც თუ პრეზიდენტსაც კომფორტის ზონა და მანამ არ მოვასვენოთ, სანამ ხარისხიანი განათლება არ გახდება პრიორიტეტული და ყველასთვის ხელმისაწვდომი ჩვენს ქვეყანაში.
ძალიან მაინტერესებს, თქვენს სკოლებში თუ კლასებში რა ხდება ამ მხრივ. თუ თქვენც ჩემს დღეში ხართ და ჩემს შეხედულებას იზიარებთ, შემომიერთდით ჩვენი შვილებისთვის ხარისხიანი განათლების მოსაპოვებლად, რისი უფლებაც კანონით აქვთ მინიჭებული. იმედი მაქვს, თქვენს შორის ვიპოვი თანამოაზრეებს” – ნათქვამია მაკა საკანდელიძის ფეისბუქპოსტში.

ეს კი ზემოხასენებული განცხადებაა:

“გულდამძიმებული მოგმართავთ საქართველოში საშუალო განათლების სავალალო მდგომარეობასთან დაკავშირებით. როგორც ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლის 5 მოსწავლის მშობელი, თავს ვალდებულად ვთვლი ყურადღება გავამახვილო საჯარო სკოლებში არსებულ საკითხებზე, რომლებიც მიმაჩნია საგანგაშოდ. ნება მომეცით გამოვყო რამდენიმე ძირითადი საკითხი:

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: