მთავარი საკითხავი მიტოვებული ადგილები მსოფლიოდან

მიტოვებული ადგილები მსოფლიოდან

by guramus

მიტოვებული ადგილების ამ ფოტოებს სოციალურ ქსელში ხშირად შეხვდებით.  მათი  სიმყუდროვე, ზღაპრული გარემო და ძველებური სახლების ხიბლი დაგატყვევებთ. თუმცა, ბევრმა არ იცის, რომ ისინი მიტოვებულია და მათ თითოეულ,  უძველეს  ნაგებობას მფლობელი ქვეყნები განსაკუთრებული გულისყურით იცავენ.

  • ბიბური

ეს ზღაპრული სამყარო ინგლისშია. ამ პატარა ადგილს ბიბური ჰქვია. სოფელში თითქოს დრო გაჩერებულია, ქვის სახლებს კი ხავსი მოსდებიათ.

ბიბური ერთ დროს მქარგველთა ცენტრი იყო, აქ ასევე ყიდდნენ ძაფეულს.  მქარგველთა სახლები ხელუხლებელი დარჩა, ქვის კოტეჯები ისევ ისეა.

  • მეთევზეთა მიტოვებული სოფელი ჩინეთში

 

მეთევზეთა ეს სოფელი მდინარე იანძის ნაპირებთან მდებარეობს და სულაც არ არის ჩვეულებრივი მიტოვებული ქალაქი – შენობები ბუნებამ „ჩაყლაპა“. მწვანეში გახვეული ნაგებობები სიმშვიდისა და იდუმალების  საოცარ განცდას ბადებს.

  • სასტუმრო “სალტო”, კოლუმბია

სასახლე 1400-იანი წლების შუა პერიოდში აშენდა და ქვეყნის ერთ-ერთ შეძლებულ მოქალაქეს ეკუთვნოდა. 1700-იან წლებში სასახლე მიატოვეს.

  • ძველი ციხე-დარბაზი, პორტუგალია

სინტრა პორტუგალიის ერთ-ერთ ყველაზე საინტრესო ცენტრს წარმოადგენს. ტურისტების დიდი ნაწილი პორგუალიას სწორედ ამ ადგილის გამო სტუმრობს.

  • ყოფილი ელექტროსადგური, კოლორადო

ამერიკა უცნაურად მიტოვებული ადგილების სავანეა. ამბობენ, რომ ყოფილი ელექტროსადგური კოლორადოში უამრავ მისტიურ არსებას იზიდავს.

 

  • მოჩვენებათა ქალაქი, ესპანეთი

მოჩვენებათა ქალაქი სამოქალაქო ომის დროს მიწასთან გასწორდა, მაგრამ  ესპანური სიძველეების ხიბლი აქ მაინც იჩენს თავს. ესპანელები ამბობენ, რომ ეს ადგილი მისტიკურია.

  • ნორვეგია

ნორვეგიის მთავარი ხიბლი მისი მიტოვებული შენობები და სოფლებია.  ბუნებაში ჩაკარგული ხის პატარა კოტეჯები გვერდი-გვერდ ისეა განლაგებული, ვერც კი მიხვდებით, რომ უკვე წლებია, აქ არავის უცხოვრია.

  • მიტოვებული სამლოცველო, საფრანგეთი

საფრანგეთში ორი მიტოვებული სამლოცველია, რომელიც უკვე კარგა ხანია, აღარ ფუნქციონირებს. თუმცა ფრანგული სიმდიდირის და გემოვნების კვალი მაინც ადვილადაა შესამჩნევი.