მთავარი ურთიერთობები როგორ მივხვდეთ, რომ ადამიანი იტყუება?

როგორ მივხვდეთ, რომ ადამიანი იტყუება?

by guramus

ამერიკელი ფსიქოლოგი, პოლ ეკმანი სიცრუის ფსიქოლოგიას და მასთან დაკავშირებულ ყველა სოციალურ ასპექტს სწავლობდა. სიცოცხლის მანძილზე მან კვლევას არაერთი წიგნი მიუძღვნა. 

ეკმანის მოსაზრებით, ტყუილი ეს არის ქმედების ისეთი სახე, როდესაც მეორე ადამიანი გვენდობა და სულაც არ ცდილობს ჩვენს მიერ ნათქვამი ამბები თუ  ფაქტები გადაამოწმოს. ამერიკელმა ფსიქოლოგმა ტყუილის ორი სახე გამოყო: ფაქტების დამახინჯება და უმოქმედობა. ფაქტების დამახინჯების დროს ადამიანი ცდილობს მომხდარს მიამატოს ის ამბები თუ ფაქტები, რაც რეალურად არ ყოფილა. “მატყუარა” ადამიანის მომენტალური ფსიქოლოგია ამგვარი სახით ავტომატურად ცდილობს თავდაცვას.

უმოქმედობა კი ტყუილის ისეთი სახეა, როდესაც ადამიანმა იცის სიმართლე, მაგრამ რაღაც კონკრეტული მიზეზების გამო ვერ ან არ ამბობს. პოლ ეკმანი კვლევებში წერს, რომ “უმქომედობა” მატყუარების კარგად ნაცადი ხერხია.

ფსიქოლოგები ამბობენ, რომ თუ ადამიანს ათი წუთის მანძილზე ისე მოვუსმენთ,  მის საუბარში არ ჩავერევით, მოლაპარაკე დაახლოებით სამჯერ ან მეტჯერ მოგვატყუებს. მატყუარის ამგვარი ქმედება, შეიძლება სულაც არ იყოს წინასწარ დაგეგმილი, მაგრამ როდესაც საქმეში “სიჩუმის თეორეა”ერთვება, მოსაუბრე იბნევა და უბრალოდ ვეღარ ხვდება, მონაყოლს როგორი დასასრული მისცეს.

პოლ ეკმანი გვიზიარებს მოსაზრებას, რომ მატყუარები საკუთარ თავში ხშირად ისე არ არიან დარწმუნებულნი, როგორც  ერთი შეხედვით გვიჩვენებენ. წინასწარ  ყველაფრის დაგეგმვა რთულია და შეუძლებელი. ამიტომაა, რომ მოსაუბრეებს ისევ თავიანთი ნათქვამი ამბები გასცემენ: სიტყების ხშირი ცვლა ან მისი  გადაკეთების მცდელობა.

ყველაფერთან ერთად მიმიკების, ჟესტების ცვალებადობა და საუბრისას თვალის არიდება, მატყუარა ადამიანებისთვის კარგად ნაცადი ხერხებია. “ადამიანები ხშირად ცდილობენ ყალბი ემოციების სწავლას, შემდეგში რომ გაუმარტივდეთ ნამდვილი ემოციების დაფარვა.” – წერს პოლ ეკმანი.

ფსიქოლოგების დასკვნით, ის ემოცია, რომელიც 10 წამზე მეტ ხანს გრძელდება, ტყუილია. გამონაკალისია ძალიან დიდი სტრესული ამბები და ტრაგედიები, რომელთაც ხშირად დიდი შოკისა და ტკივილისგან შეუსაბამო ემოციებიც კი მოჰყვება ხოლმე.

ფსიქოლოგები ასევე საუბრობენ, რომ ადამიანს სახეზე პირველად ესახება ემოცია და განცდებს ხმით შემდეგ გამოხატავს. 

დაკვირვებამ აჩვენა, რომ ტყუილის დროს ადამიანს სჭირდება დიდი პაუზები, სათქმელი რომ აწონ-დაწონოს.  სიცრუის დროს ისინი შეიძლება იყოს ზედმეტად გახანგრძლივებული, ან ზედმეტად ხშირი. სიტყვების შეცდომით წარმოთქმა, არასაჭირო სიტყვების გამოყენება, ერთი და იგივე სიტყვის ხშირად გამეორება შესაძლოა, ტყუილის მანიშნებელი იყოს. ფსიქოლოგები დიდხანს კამათობდნენ, თუმცა ჯერ-ჯერობით კიდევ არ არსებობს ერთი, ჩამოყალიბებული აზრი:  ხმის ტონის, სიძლიერის მატება – კლება შეიძლება თუ არა ტყუილს მივაწეროთ, რადგან ეს უკვე ადამიანის პიროვნებაზე და მის თავისებურებებზეა დამოკიდებული.

ყველაზე მთავარი, რაც არ უნდა გამოგვრჩეს მოსაუბრეზე დაკვირვებაა. რეალურად, ჩვენი მოძრაობების რეგულირება არც ისე რთულია, თუმცა მატყუარას ხშირად ავიწყდება ყველაფრის ერთდროულად კონტროლი.

 

 

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: