მთავარი საკითხავი “როცა სხვადასხვა ქალთან გძინავს”- ფრედერიკ ბეგბედერი ერთგულების შესახებ

“როცა სხვადასხვა ქალთან გძინავს”- ფრედერიკ ბეგბედერი ერთგულების შესახებ

by guramus

ფრანგი მწერლის, ფრედერიკ ბეგბედერის ეპატაჟურ აზრებს უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს. მისი წიგნები იყიდება სულმოუთქმელად და სწრაფადვე ხდება ბესტსელერი.

და მაინც რაშია მწერლის ხიბლი?

  • “როცა სხვადასხვა ქალთან გძინავს, ისინი ერთმანეთში ითქვიფებიან. ის იცვლის მხოლოდ სახელს, ფერს, კანს, სახეს, სიმაღლეს და ხმას. თმის სიგრძე, მკერდის  გარშემოწერილობა, შემთხვევიდან შემთხვევამდე იცვლება.  შენ მას ერთი და იგივე ფრაზებს  უმეორებ, შენი ქმედებები მეორდება, იგივე მოძრაობები, განმეორებადი თანმიმდევრობა. რაოდენ პარადოქსალურადაც არ უნდა მოგეჩვენოს, სიახლეს შეიგრძნობ მხოლოდ მაშინ, როცა ერთი ქალის ერთგული ხარ.”
  • “ერთგულება, რომ შეინახო ტალანტია აუცილებელი.”
  • “თავიდან ქალმა შეიძლება ისე დაიჭიროს თავი, რომ ვითომ გაბრაზდა, ვითომ იუკადრისა, ალბათ არც დაქალებთან დასცდება ამაზე სიტყვა, მაგრამ ათას ევროდ რასაც გინდა იმას გააკეთებინებ.”
  • “თუ მე ურჩხული ვარ და შენ მაინც გიყვარვარ, უტვინო ყოფილხარ.”
  • “ლამაზ ნაშებს უყვარდებათ სრულიად შემთხვევით, მაყუთიანი ბიძები, რომლებსაც შეუძლიათ მათ მდიდრული ცხოვრება მოუწყონ. მაშ, რითი განსხვავდებიან ისინი ბოზებისაგან? რა თქმა უნდა, არაფრით.”
  • “ალბათ კაცები იმიტომ ტკენენ გულს ქალებს, რომ ამ უკანასკნელთ ტირილი ძალიან უხდებათ.”
  • “საერთოდ, ქალები ეგრე ხართ: ან ძალიან გვიან ამბობთ ჰოს, როცა კაცი უკვე შეგეშვებათ, ან ძალიან ადრე, სანამ რამეს გთხოვენ.”
  • “რატომ ხდება ისე, რომ როცა შორდები მაშინ ხვდები, როგორ გიყვარს?”
  • “როდესაც ქალი კაცს ეუბნება, რომ მისგან ბავშვს ელოდება, პირველი კითხვა, რაც კაცს თავში უჩნდება, ის კი არ არის, “მინდა თუ არა ეს ბავშვი?”, არამედ – “ვრჩები თუ არა ამ ქალთან?”
  • “ცხოვრებაში ხვდებით ადამიანებს, რომლებიც თქვენს არსებობას ცვლიან, თანაც ისე, რომ ამას ვერ ხვდებიან. შემდეგ კი მშვიდად, აუღელვებლად გღალატობენ, თქვენ კი უყურებთ, როგორ გშორდებიან და მიდიან.”
  • “რატომ არის ეს ცხოვრება ისე მოწყობილი, რომ ყოველთვის ისინი მჭირდებიან, ვინც ჩემთან არ არიან?”
  • “ჩვენ, ყველა მეძავეები ვართ. ადამიანების 95 % ნებისმიერ შემხვედრს ლოგინში ჩაუგორდება სულ რაღაც 1500 ევროდ.”
  • “ყველაფერი იყიდება: სიყვარული, ხელოვნება, თქვენ, მე.”
  • “ყველაფერი წარმავალია.”
  • “სულ ვცდილობდი გამეგო, ვის შეეძლო სამყაროს შეცვლა. ეს გრძელდებოდა იმ დღემდე, სანამ მივხვდებოდი, რომ ის, ვისაც ვეძებდი, შესაძლოა თავადვე ვყოფილიყავი.”
  • “თქვენი ძალა თქვენს ცისფერ საბანკო ბარათშია.”
  • “ჩვენ ჩვენი საკუთარი გრძნობების გვრცხვენია.”
თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: