მთავარი საკითხავი “ადამიანები ვერ გაურბიან ბედისწერას” – ირაკლი ჩარკვიანის ავტობიოგრაფიული რომანი

“ადამიანები ვერ გაურბიან ბედისწერას” – ირაკლი ჩარკვიანის ავტობიოგრაფიული რომანი

by guramus

“მშვიდი ცურვა” – ასე ქვია ირაკლი ჩარკვიანის ავტობიოგრაფიული რომანს, ყველაზე გამორჩეულ ნაწარმოებს მისი მემკვიდრეობიდან.

“სიჩუმესთან ბრძოლა სულაც არ არის საჭირო, პირიქით, უნდა შეურიგდე, მიყვე მას, თუ გსურს ცოტა ხნით მაინც გახდე იმის მოწმე, როგორ იბადება ჭეშმარიტი ბედნიერება.”

“ყველაზე დიდი გმირობა ხომ გმირობაზე უარის თქმაა.”

“რა არ დაბრალეს ადამიანებმა სიკვდილს, ჯოჯოხეთად მონათლეს, სინამდვილეში კი სიკვდილი უდიდესი ბედნიერებაა, სულის საბოლოო გამარჯვება ხორცზე, განვითარების ის საფეხური, რომელიც აღარ საჭიროებს სიმძიმეს, სხეულის წონას, შენ თავისუფლდები.”

“რაც უფრო ბედნიერი ხარ, მით უფრო ახლოს ხარ სიკვდილთან და თუ არ მოკვდი, შეძლებ დიდხანს იყო ბედნიერი, შეგიძლია დაწვე წყალზე და ვარსკვლავებით მოჭედილ ცას უყურო, მყუდრო და უსასრულო სიღრმის სარკეს, რომელშიც შენამდე მილიონები იყურებოდნენ და შენს მერეც ჩაიხედებიან.”

“რაც უფრო მეტს გასცემ, მით უფრო მეტი ადამიანი გტოვებს და რჩები ღმერთივით მარტო.”

“მე არავინ მიმიტოვებია, მე მხოლოდ საკუთარი თავის საძიებლად წავედი.”

“მგონი, სიკვდილის აღარ მეშინია და ალბათ ამიტომ ჩემი სული საბოლოოდ გაიხსნა უსასრულო გრძნობისთვის, რომელიც მხოლოდ მარტოობაშია შესაძლებელი.”

“ყველაზე ძნელია დაშორდე იმას, რასაც მთელი სიცოცხლის მანძილზე ეტრფი. დღე და ღამე აშენებ, მაგრამ დგება დრო, როცა უნდა განუდგე, რათა მთლიანად დაინახო ის, რასაც ქმნიდი. გაანდო სივრცეს ყველაზე დიდი საიდუმლო. დაე, დრომ მიუჩინოს საკუთარი ადგილი იმ კარადაში, რომელსაც უკვდავება ქვია.”

“მე ყოველთვის აქ ვიდექი, სადაც ახლა ვდგავარ და ბოლოს იქ დავწვები, უბრალოდ წამოვწვები და დაგავიხურავ ბალახიან მიწას, სულ ეს არის და ეს.”

“ყველაფერი მოხდა ისე, როგორც უნდა მომხდარიყო და მეც მივხვდი, რომ ვერაფერს შევცვლიდი, საკუთარი თავის ჩათვლით. უბრალოდ დავჯდებოდი და დავწერდი იმაზე, რომ ადამიანები ვერ გაურბიან ბედისწერას.”

“ადამიანების უმრავლესობას ხომ უბრალოდ მოთმინება არ ყოფნიდა მიეცა სიჩუმისთვის შანსი, შესაძლებლობა, საკუთარი თავი გამოევლინა, მიეღო ეს ღვთის საჩუქარი.”

“ჭეშმარიტი გმირობა გმირობაზე უარის თქმაა.”

“იცურე მშვიდად და სამყარო თვითონ წაგიყვანს იქ, სადაც მიდის.”

“ყოველთვის ჯობს სიმართლე  ნაკლებმა ხალხმა იცოდეს.”

“ქალის ცრემლებზე უფრო მოსაწყენი, არაფერია ამქვეყნად.”

“თუ ღმერთი მართლა არსებობს, მას სულაც არ ესაჭიროება მასთან მისასვლელად აუცილებელი შენობები, სადაც, როგორც წესი, ყალთაბანდები ბინადრობენ, რათა სხვა ყალთაბანდები მოატყუონ და ღმერთის სახელით საკუთარი ავი ზრახვები დამალონ.”

“ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, შეცდომების გამოსწორება შეუძლებელია, ისინი რჩებიან ისტორიაში, ისევე როგორც მოპოვებული გამარჯვებები.”

“ისე უნდა გახურდე, რომ გადაიწვა, ისე უნდა გაანათო, რომ დაბნელდეს, ისე უნდა იცხოვრო, რომ მოგკლან, ისე უნდა მოკვდე, რომ დაიბადო.”

“ყოველი ჩვენგანი ოდესმე ხდება მეფე. უმრავლესობას ეს გრძნობა სიკვდილამდე რამდენიემ წუთით ადრე ეუფლება. ამიტომ ისინი, ვინც სიცოცხლეშივე აღწევენ მიზანს და ხდებიან მეფენი, რჩებიან ისტორიას. სიცოცხლეშივე გრძნობენ იმ ბედნიერებას, რასაც უკვდავება ჰქვია.”

“ჭეშმარიტ ხელოვნებას, როგორც წესი, ავტორი არ ყავს.”

“არავითარი განსხვავება არაა შენ იპარავ, თუ გასცემ, ყველაფერი ზედმეტისთვის ისჯები.”

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: