მთავარი საკითხავი “ხალხს სიყვარული დაავიწყდა”-კიანუ რივზის მიმართვა საზოგადოებას

“ხალხს სიყვარული დაავიწყდა”-კიანუ რივზის მიმართვა საზოგადოებას

by guramus

პიროვნება, რომელიც გაზეთს კითხულობს კიანუ რივზია. ჰოლივუდში მსახიობს “უბრალო ვარსკვლავად” იცნობენ. მას ნახავთ ვნახოთ მეტროში გაზეთის კითხვისას, ან უბრალოდ, პარკში, მარტოს. შეიძლება, კაფეში მოჰკრათ თვალი, როგორ უმასპინძლდება გულშემატკივარს ფინჯანი ყავითა და ნამცხვრით.

მას არ აქვს ვილები, მგზავრობს საზოგადოებრივი ტრანსპორტით და იშვიათად საუბრობს პირად ცხოვრებაზე.

ეს კი მისი ამონარიდებია ინტერვიუებიდან:

  • “ხალხმა არ იცის, მაგრამ წლების წინ ღრმა დეპრესიაში ვიყავი. არავისთვის მითქვამს ეს. ჩავიკეტე საკუთარ თავში და გამოსავლის ძიება დავიწყე. ბოლოს მივხვდი, რომ ერთადერთი ადამიანი, ვისაც შეეძლო გაემარჯვა ამ პრობლემაზე, ისევ მე ვიყავი.”
  • “ხედავთ ხალხს ჩემს გარშემო? ისინი მიიჩქარიან საკუთარ საქმეებზე და ვერ ამჩენევენ ვერავის. ჩვენ ყველა ზომბებს დავემსგავსეთ. ასწიეთ თავი, მოიხსენით ყურსასმენები, მიესალმეთ მიმავალ ადამიანს! ჩაეხუტეთ მას, ვისაც სტკივა, დაეხმარეთ გაჭირვებულს. ყოველი დღე ისე იცხოვრეთ, თითქოს უკანასკნელია.”
  • “მივხვდი, რომ ყოველი დღე, რომელიც გვაქვს, ძვირფასია და ყველა უნდა ვაფასებდეთ მას. ვერავინ გვაძლევს ხვალინდელი დღის გარანტიას, ასე რომ, დააფასეთ დღევანდელი!”
  • “ისეთი სამყაროს ნაწილი ვერ გავხდები, სადაც ქალებს არ სურთ ბავშვების ყოლა, მამაკაცებს კი – საერთოდ ოჯახი.”
  • “მე ვირჩევ ჩემს გზას და ძალიან სამწუხაროა, რომ ვერ ვიპოვე ადამიანი, რომელიც ჩემზე მეტად ცდილობს საკუთარი გზის პოვნას.”
  • “თქვენ მხიარულება გჭირდებათ იმისთვის რომ იცოცხლოთ, მე კი – არა!”
  • “ყოველთვის უპორატესობას ვანიჭებდი მარტოობას, რას ვიზამ, ცხოვრებამ ასე გადაწყვიტა.”
  • “ხალხს სიყვარული დაავიწყდა და ისინი მხოლოდ საუკეთესო პარტნიორს ეძებენ.”
  • ” ვცხოვრობ ბინაში, მაქვს ყველაფერი რაც გამომადგება, რატომ ავირჩიო საცხოვრებლად ცარიელი, დიდი სახლი?”
  • “მე არ შემიძლია ისეთი სამყაროს ნაწილი გავხდე, სადაც მამაკაცები ცოლებს ისე აცმევენ, როგორც მსუბუქი ყოფაქცევის მქონე ქალებს. სადაც არ არსებობს ღირსებისა და პატივისცემის ცნება.”
თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: