მთავარი საკითხავი ალენმა რომის საფლავში თეთრი ვარდების თაიგული ჩაატანა – დიდი სიყვარულის ისტორია

ალენმა რომის საფლავში თეთრი ვარდების თაიგული ჩაატანა – დიდი სიყვარულის ისტორია

by guramus

ალენ დელონმა  და რომი შნაიდერმა ერთმანეთი საფრანგეთში, ფილმის – “ქრისტინა”- გადაღების დროს გაიცნეს, რომელსაც ცნობილი რეჟისორი პიერ გასპარი იღებდა. რეჟისორს იმედი ჰქონდა, რომ მომხიბვლელ ახალგაზრდებს დანახვისთანავე შეუყვარდებოდათ ერთმანეთი და ფილმშიც ბუნებრივად ითამაშებდნენ. პიერმა ალენს სთხოვა, რომის აეროპორტში  თეთრი ვარდებით დახვედროდა. ალენი ასეც მოიქცა. თუმცა, მათი ურთიერთობა თავიდან ისე არ აეწყო, როგორც რეჟისორს სურდა. მსახიობები ერთმანეთს ვერ იტანდნენ. ალენი რომს “ავსტრიულ გაბერილ ბატს” ეძახდა, რომი კი თავის კინომეწყვილეს – “თვითკმაყოფილ ფრანგ თავხედს.”

ფილმა სიყვარულის ისტორია შექმნა. მსახიობების ურთიერთობა შედგა, თუმცა რომის მშობლებს არ მოსწონდათ შვილის რჩეული, ქალს კი თავდავიწყებით უყვარდა ალენი. აქამდე დამჯერი გოგონა მშობლების წინააღმდეგ წავიდა და ალენთან ერთად პარიზში დასახლდა.

ძალიან მოკლე დროში წყვილი მთელმა მსოფლიომ აღიარა. სიყვარულის ლამაზი ზღაპარი კი მალე დასრულდა. ერთ დღეს, შინ დაბრუნებულ რომს მაგიდაზე შავი ვარდების თაიგული და ალენის ბარათი დახვდა, – “ვიყავით დანიშნულები, მაგრამ ვერ მოვასწარით დაქორწინება, ჩვენი პროფესია ერთად ყოფნის შანსს გვართმევს, გიბრუნებ თავისუფლებას და ვიტოვებ შენს გულს”, – წერდა დელონი.

სხვადასხვა დროს მსახიობებმა ახალი ურთიერთობები სცადეს. რომის ცხოვრებაში დანიელ ბიასინი გამოჩნდა. რომი ცოლად გაყვა მას, თუმცა ურთიერთობა დიდხანს არ გაგრძელებულა.

რომის ცხოვრება ტრაგიკული აღმოჩნდა. ალენის დაკარგვამ, შემდეგ კი მისი შვილის გარდაცვალებამ სამუდამო დააღი დაასვა მსახიობის  ფსიქოლოგიურ მდგომარეობას. იწერებოდა, რომ რომი კარგავდა სილამაზეს, რადგან ვეღარ უძლებდა ტკივილს და გამოსავალს ნარკოტიკებში ეძებდა.

არსებობს ისტორია, რომ 1982 წლის 29 მაისს, შინ დაბრუნებული რომი საძინებელში შევიდა, სადაც ბახის მუსიკის ფონზე შვილს წერილს სწერდა, მაგრამ ბოლომდე დასრულება ვერ შეძლო, მისმა გულმა ვეღარ გაუძლო ამდენ სულიერ ტკივილს და სამუდამოდ გაჩერდა. რომის სიკვდილის ღამეს ალენ დელონი მას თავთან ეჯდა და მთელი ღამე წერილებს სწერდა… ალენმა რომის საფლავში თეთრი ვარდების თაიგული ჩაატანა. ისეთი, სულ პირველად, აეროპორტში დახვედრისას რომ აჩუქა.