მთავარი საკითხავი პაულო კოელიოს 3 გენიალური ნაწარმოები, რომელიც წაკითხული უნდა გქონდეს!

პაულო კოელიოს 3 გენიალური ნაწარმოები, რომელიც წაკითხული უნდა გქონდეს!

by guramus

ბრაზილიელი მწერალი დიდი პოპულარულობით სარგებლოს საქართველოში. მისი სახელით ცნობილი გვერდებიც არსებობენ, ასევე ხშირად ნახავთ მის ფრაზებს, რომელსაც თქვენი მეგობრები წერენ სტატუსად. მას აქვს უბრალო წერის სტილი, რომლითაც ადვილად ახერხებს მკითხველის გულის მოგებას. არ უყვარს ფილოსოფიური ტერმინები , არის უშუალო და პირდაპირი, რეალობას პირდაპირ სახეში გაჯახებს.

 

წარმოგიდგენთ 3 წიგნს, რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხოთ.

1) ,,11წუთი’’ შვეიცარიაში ბედის საძებნელად ჩასული მარია უამრავ მამაკაცს ხვდება, მანამ სანამ არ მიხვდება, რომ სული და სხეული სიყვარულის ალქიმიაა. ის თვლის, რომ ვინც მის სულს ეხება, მის ხორცს ვერ იმორჩილებს, ხოლო ის ვინც მის ხორცს ეხება უძლურია, ჩაუღრმავდეს მის სულს. მარია ყოველგვარ დამცირებას ითმენს, რადგან იცის, რომ ეს ბედნიერებისკენ მიმავალი გზაა. ამ ყველაფრის შემდეგ კი, მაინც იპოვის საკუთარ თავს და აღმოაჩენს ნამდვილ სიყვარულს.

“ყველაფერი მეუბნება,რომ შესაძლოა შეცდომა დავუშვა, მაგრამ შეცდომების დაშვება ჩემი ცხოვრების ნაწილია. რა სურს სამყაროს ჩემგან? სურს,რომ არ გავრისკო? დავბრუნდე იქ საიდანაც მოვედი,რადგან არ მეყო ძალა ცხოვრებისათვის “დიახ” მეთქვა?” “და ახლა,როცა აღარაფერი ჰქონდა დასაკარგი, ის თავისუფალი იყო”

2) ,,ალქიმიკოსი’’ ეს არის იგავი ადამიანზე, რომელიც ერთი უბრალო მწყემსია, ერთფეროვანი ცხოვრებითა და უცნაური ხილვებით. ის თავის სიზმრებს გაანდობს ერთ მკითხავ ქალს და მისი რჩევით გადაწყვეტს, რომ ის უნდა წავიდეს უდაბნოში და ეძიოს განძს. გაემგზავრება ეგვიპტეში . მოგზაურობაში წასულს კი ათასგვარი პრობმლემა შეხვდება, რაც მას დროებით შეაფერხებს. საბოლოოდ კი ის შეიცნობს ბუნების საიდულოებებს.
“როდესაც მთელი გულით გსურს რამე, მთელი სამყარო ხელს გიწყობს მის მიღწევაში”
3) ,,ზაჰირი’’ პაულო კოელიოს ეს რომანი მოგვითხრობს ქალისა და მამაკაცის ურთიერთობის მუდმივ პრობლებაზე და კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ სიყვარულზე მნიშვნელოვანი არაფერია. გვასწავლის არა მარტო ჩვენი მეორე ნახევრის, არამედ ცხოვრების სიყვარულს. კარგად თუ დააკვირდებით აღმოაჩენთ სიტყვების მიღმა დამალულ აზრს და შეეცდებით ცხოვრების შეცვლას უკეთესობისკენ.
 ,,დააფასე შენი დრო ამ პატარა დედამიწაზე. გაიხსენე, ღმერთი ხომ ყოველთვის გაპატიებდა ხოლმე. ჰოდა, შენც აპატიე.’’
D.T.
თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: