მთავარი ფილმები 5 საოცარი სერიალი, რომლებსაც ქართველები აღმერთებენ

5 საოცარი სერიალი, რომლებსაც ქართველები აღმერთებენ

by guramus

ბოლოდროს ხარისხიანი სერიალებიც გახდა პოპულარული და მოხდა სასწაული რა, ბრაზილიური , თურქული და ინდური სერიალები დაიჩრდილა. ჩრდილში ყოფნის მიუხედავად, თურქულ/ინდური სერიალები კვლავ რეიტინგულია.

თუმცა დღეს ვსაუბრობთ არა ნაგავ პროდუქტზე, არამედ ხარისხიან ნაწარმზე, რომელშიც ყველაფერი რეალური, ბუნებრივი ან ხარისხიანი მაინცაა.

აი, ასეთია ჩვენი “წარჩინებული” ხუთეული:

1.გაქცევა

ძმების ისტორია ჯერ კიდევ 2005 წელს დაიწყო. ვიცე-პრეზიდენტის მკვლელობისთვის სიკვდილმისჯილი ძმის ციხიდან დასახსნელად მაიკლ სკოფილდი თავად ჯდება ციხეში და აქედან იწყება თავგადასავლების მთელი კასკადი. საქართველოში ეს სერიალი ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს. ამაზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ მიუხედავად 8 წლიანი შუალედისა მეხუთე სეზონს ყველა მოუთმენლად ელოდა. როგორც პირველი ეპიზოდიდან ჩანს სეზონი დაძაბული და მოულოდნელობებით სავსე იქნება.

“მეგობრები ახლოს  იყოლიე, მტრები კი კიდევ უფრო ახლოს.”


2.ლუციფერი

ეშმაკი, რომელიც მამის წინააღმდეგ წავიდა საბოლოოდ დედამიწაზე დასახლებას და ცხოვრების განცხრომაში გატარებას გადაწყვეტს. მაგრამ ყველაფერი მაშინ იცვლება, როცა ქერა დეტექტივს გაიცნობს და შიშისმომგვრელი სატანა ერთ შეყვარებულ კეთილ ”ეშმაკუნად” გადაიქცევა. ტომ ელისის მიერ განსახიერებული ეშმაკი შეუძლებელია რაიმე უარყოფით ემოციას იწვევდეს, ამიტომ მაღალი, სიმპატიური ლუცი ყველას ძალიან უყვარს.

“შეუძლებელია გეშინოდეს იმის, რისიც არ გჯერა.”


3.მძიმე დანაშაული

ეს სერიალი არის უბრალო ქიმიის მასწავლებელზე, რომელსაც მობეზრდება ერთფეროვანი ცხოვრება. ის ერთდღესაც გდაწყვეტს გახდეს იმაზე მეტი, ვიდრე აქამდე იყო. მისი მოტივაცია , რაც არ უნდა პარადოქულად ჟღერდეს, სიკვდილის მოახლოება იყო (კიბო).ძალიან გამართული სცენარის მქონე სერიალია, რომელშიც ყველაფერი იდიალურ დონეზეა შექმნილი.

“იპოვე, რაც გიყვარს და დაე მან მოგკლას”


4.ვიკინგები

ისტორიულ ფაქტებზე დაყრდნობით გადაღებული ფილმია, თუმცა არის გარკვეული სახის ელემენტები, რაც რეჟისორული ხრიკის შედეგად იქნა შეტანელი სერიალში. საოცარი პერფომანსებია და ზუსტად შერჩეული ქასტი. განვითარებადი სიუჟეტიც ჩამთრევი და ადვილი გასაგებია. არის სისხლიც და არის ველურული გამოვლინებები, რაც ვიკინგებს ახასიათებთ. ყველაფერმა ერთად ქართველი მაყურებლის გულისა და ყურადღების მოგება შეძლო და ეს სერიალიც რეიტინგში ერთ-ერთი ლიდერია.

“არავის არ უნდა ენდო, ოჯახის წევრსაც კი.”


5.სამეფო კარის თამაშები

ფენტეზის ჟანრის სერიალია, რომელშიც მრავალი სიუჟეტური განვითარებაა. მისი ხილვისას მოწყენილობა სხვა სივრცეში გადადის – სერიალი გითრევს და ყოველ ახალ სერიაზე ხარ შემჯდარი. მსაიობებიც სწორად არის შერჩეული და ძალიან ბევრი პერსონაჟი შეიძლება ერთდროულად მოგწონდეთ. არის გამორჩეული მამაკაცი შემსრულებლები, ასევე ქალი მსახიობებიც. მრავალფეროვანი სერიები და სერიალში არსებული სხვა სამყარო, რეალობისგან შორს გადაგისვრით და თავს კარგად გაგრძნობინებთ.

“ძალაუფლება ყველანაირ ცოდნაზე მაღლა დგას.”