მთავარი ურთიერთობები 14 რამ, რასაც მამაკაცი გააკეთებს, თუ ნამდვილად შეყვარებულია თქვენზე

14 რამ, რასაც მამაკაცი გააკეთებს, თუ ნამდვილად შეყვარებულია თქვენზე

by guramus

მიუხედავად იმის, რომ ყველა ადამიანი თავისებურად გამოხატავს გრძნობებს, ემოციებსა და განცდებს, მაინც არსებობს ნიუანსები, როცა მარტივი მისახვედრია, როდისაა მამაკაცი ნამდვილად შეყვარებული.

  1. პატივს გცემთ და უყვარხართ ისეთი, როგორიც ხართ: ჩვენს დროში მოჩვენებითი სილამაზის და ერთჯერადი ურთიერთობების მიუხედავად,  არის ისეთი სიყვარულიც, როდესაც მამაკაცს ნამდვილად უყვარს საპირისპირო სქესის წარმომადგენელი ისეთი, როგორიც არის  და ეს სიყვარული არ გამომდინარეობს მხოლოდ მისი ვიზუალიდან. მას უყვარს საყვარელი ქალის ხარვეზები და გულშემატკივრობის ცხოვრების ყველა მონაკვეთის დროს.
  2. ის გისმენთ და იმახსოვრებს: როდესაც თქვენ საუბრობთ, ის მიატოვებს  საქმეს, რასაც იმ მომენტში შეიძლება რომ აკეთებდეს და მოგისმენთ, რამდენადაც უინტერესო თემაზე არ უნდა იწყებდეთ ლაპარაკს. ის იმახსოვრებს და ყურადღებას აქცევს იმ პატარა დეტალებსაც, რაც კი მასზე ან საკუთარ თავზე ოდესმე გითქვამთ.
  3. ის ყოველთვის დაგიცავთ: როდესაც საქმე ნამდვილ სიყვარულს ეხება, საქმე მხოლოდ ფიზიკურ დაცვას არ გულისხმობს. თუ მას თქვენ ნამდვილად უყვარხართ, დაგეხმარებათ ფსიქოლოგიური  და ემოციური ტრამვების დაძლევაში.
  4. მას შეუძლია იგრძნოს თქვენი ტკივილი: თუ თქვენ რაიმე გასაჭირის წინაშე ხართ ან ტკივილს გრძნობთ, ის ისევე განიცდის ფსიქოლოგიურ განსაცდელს, როგორც თქვენ. როდესაც მამაკაცს ნამდვილად უყვარს ქალი, ყოველთვის სურს დაიცვას იგი ყველანაირი პრობლემისგან.
  5. გაგიკეთებთ მოულოდნენ სიურპრიზებს: შეყვარებული მამაკაცი  თქვენს გაბედნიერებას რაიმე მცირედითაც შეძლებს.  მოგიწყობთ სიურპრიზს, რომ მიხვდეთ, მთელი დროის განმავლობაში რამდენს ფიქრობს თქვენზე.
  6. ეცდება მის მშობლებზე კარგი შთაბეჭდილება დატოვოთ: თუ თქვენ მის მშობლებს ესაუბრებით, შეყვარებული მამაკაცი ნამდვილად ეცდება თქვენს კარგად წარმოჩენას. რადგან მისთვის მნიშვნელოვანია, მის მშობლებზე მოხდენილი კარგი შთაბეჭდილება.
  7. ეცდება იყოს უკეთესი, ვიდრე არის: შეყვარებული მამაკაცი ურთიერთობის გაუმჯობესებისთვის ეცდება იყოს უკეთესი, ვიდრე არის.  ის ყოველთვის ფიქრობს,  რომ თქვენ საუკეთესოს იმსახურებთ.
  8. ყურადღებას მიაქცევს თქვენს აზრს და გადაწყვეტილებებს: მისთვის ყველაფერს აქვს მნიშვნელობა – ეს იქნება რაიმე მოსაზრება მცირე თემაზე თუ უბრალო შეხედულება. შეყვარებულ მამაკაცს არ უნდა,  თავი ისე იგრძნოთ, თითქოს უმნიშვნელო ხართ მისთვის.
  9. გააკეთებს ყველაფერს, რომ გნახოთ და მისთვის მანძილი არაფერს შეცვლის: თუ მას თქვენი ნახვა ენდომება, არ დაეზარება, თუნდაც ამისთვის დამღლელი, რამდენიმე საათიანი მოგზაურობა იყოს საჭირო. მისთვის თქვენ მნიშვნელოვანი იქნებით და  ყველა გზას გამოძებნის მანძილის შესამცირებლად.
  10. გკითხავთ, როგორი დღე გქონდათ: სიყვარული დეტალებისგან შედგება. თქვენზე შეყვარებულ მამაკაცს ნამდვილად აინტერესებს როგორ ჩაიარა თქვენმა დღემ. ის მოვალეობის მოხდის მიზნით არ გკითხავთ ამბებს, არამედ, გულისყურითაც მოგისმენთ.
  11. გაგრძნობინებთ, რომ ახსოვს დეტალები: შეყვარებულ მამაკაცს ახსოვს დეტალებიც კი, რაც გითქვამთ ან გაგიკეთებიათ. ის შანსს არ გაუშვებს რომ გაგრძნობინოთ იმდენად უყვარხართ, არაფერს ივიწყებს თქვენზე.
  12. ყოველთვის მოენატრებით, როცა მის გვერდით არ იქნებით: ის ყოველთვის ეცდება გაგრძნობინოთ, რომ მის გონებაში ხართ მაშინაც კი, როცა მისგან შორს იმყოფებით.
  13. იქნება განსაკუთრებულად მზრუნველი: თუ თქვენ თავს ცუდად იგრძნობთ ან უბრალოდ არ გენდომებათ საწოლიდან წამოდგომა, ის საუზმეს ადგილზევე მოგართმევთ. შეიძლება უბრალოდ, ყოველგვარი მიზეზების გარეშე გააკეთოს ეს, რათა გაგრძნობინოთ, რამდენად მნიშვნელოვანი ხართ მისთვის.
  14. გაგებით მოეკიდება თქვენს ამბებს: ურთიერთობებში ხშირია, როცა უნდობლობა იჩენს თავს. თქვენზე ნამდვილად შეყვარებულ მამაკაცს არ ექნება პრობლემა თუ დროს მეგობრებთან გაატარებთ ანდა უბრალოდ ეტყვით, რომ მისთვის არ გცალიათ, რადგან სამსახურის საქმეებით ხართ დაკავებული.

 

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: