მთავარი საკითხავი რატომ არიან წყვილები უფრო ბედნიერი, რომლებიც სოციალურ მედიას ნაკლებად იყენებენ?

რატომ არიან წყვილები უფრო ბედნიერი, რომლებიც სოციალურ მედიას ნაკლებად იყენებენ?

by guramus

სოციალური მედიის პოპულარობაზე საუბარი დაუსრულებლად შეგვიძლია. დახედეთ თქვენს მობილურს, გაქვთ თუ არა ფეისბუქის, ინსტაგრამის, თვითერის და სხვა პოპულარული სოციალური ქსელების მობილური ვერსიები? 

  • იკარგება მომენტები

ურთიერთობები წლების წინ და ახლა ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება. წყვილების ნაწილი საკუთარი პირადი სივრცის შექმნას როგორც რეალურ ცხოვრებაში, ისე ონლაინ ცდილობს. ამის მთავარი ხელშემწყობი ფაქტორი თანამედროვე გავლენა და ინტერნეტის არნახული პოპულარიზაციაა. ხშირად ხდება, რომ წყვილების უმეტესობას ურჩევია მეტი დრო ინტერნეტში საკუთარი სურათების განთავსებას და ფოტოებზე მიღებული დადებითი კომენტარების კითხვას მოახმაროს, ვიდრე მოცემულ მომენტში ბოლომდე გაერთოს. როცა წყვილი ნაკლებად ცდილობს ურთიერთობის გასაჯაროებას, შესაბამისად, მეტი დრო რჩება გართობისთვის.

  • სოციალური მედია ფარავს რეალურ პრობლემებს

ხშირია, როდესაც წყვილს ურთიერთობაში რაიმე ტიპის პრობლემა აქვს, რაც ბუნებრივიც კია. სოციალურ მედიაში ეს ყველაფერი სხაგვარად ჩანს. წყვილის სურათზე მიღებული უამრავი დადებითი კომენტარი და მოწონება, თითქოს აქრობს პრობლების დასმის და მისი აღმოფხვრის საჭიროებას.

  • არაფერი იმალება

თუ წყვილს შორის რაიმე გაურკვევლობამ კამათის სახე მიიღო, ფსიქოლოგიური მომენტი ხდება, საჯარო სივრცეში შენი გაცდების შესახებ დაწერო. ეს ნიშნავს, რომ ადამიანების უმეტესობამ უკვე იცის, რომ პრობლემა გაქვს.

  • იქმნება არასწორი შეხედულებები

სოციალური ქსელების მთავარი პრობლემა მისი მნიშვნელობაა. უამრავ ადამიანს “სოციალური მედია”  ესმის, როგორც დღიური, ყოველდღიური, მნიშვნელოვანი და არამნიშვნელოვანი მომენტების შემნახველი ონლაინ სივრცე. ადამიანებს ჩვენს გარშემო არ შეუძლიათ გაღვიძებისთანავე რომ არ დაწერონ რაიმე, ძალიან პირადული, ხშირად გადაკეთებული ამბავიც. სწორედ ეს არის პრობლემა.

ყველა ურთიერთობის თანმხლებია საუკეთესო მომენტები და ურთიერთობის შედეგად მიღებული ტრამვები. როცა ორი ადამიანი იწყებს ურთიერთობას, ეს ნიშნავს, რომ ისინი ერთიანდებიან და კარგად ესმით მოსალოდნელი შედეგები. ამიტომაა, რომ არ არის საჭირო ყველაფრის წინა პლანზე წამოწევა.

თუ გსურთ ჯანსაღი ურთიერთობები,  გვერდით უნდა გადადოთ მობილური და ნაკლები დრო უნდა დაუთმოთ თქვენი სიყვარულის სოციალურ ქსელებში წარმოჩენას.