მთავარი ურთიერთობები 13 საუცხოო მიზეზი, თუ რატო სჯობს ღამის გატარება საჭმელთან, ვიდრე უცნობ ბიჭთან

13 საუცხოო მიზეზი, თუ რატო სჯობს ღამის გატარება საჭმელთან, ვიდრე უცნობ ბიჭთან

by guramus

როდესაც ბიჭი ღამით პაემანზე გეპატიჟებათ, თქვენს ორგანიზმში გამოიყოფა ადრენალინი. მაგრამ ყველა ბიჭი არ არის განსაკუთრებული, ხანდახან მათ მიმართ გიჩნდებათ ეჭვები. რაც თქვენ გჭირდებათ არის ის, რომ გააუქმოთ პაემანი და შეუკვეთოთ საჭმელი თქვენთვის.

 

აქ არის მიზეზები იმისა თუ რატომ არის გარანტირებული უფრო კარგად ღამის გატარება შენს საყვარელ საჭმელთან, ვიდრე „ბრენდ” ახალ ბიჭთან ერთად.

1. ყველაზე კარგი  ისაა, რომ შენ არ გჭირდება ძალისხმევა ლაპარაკისთვის

საჭმელს არ აინტერესებს თქვენ საუბრობთ თუ არა, ასე კი თქვენ აღარ ვარდებით უხერხულობაში.უკეთესი არაა პირდაპირ ჭამაზე გადახვიდეთ საუბრის ნაცვლად ?

2. იცი თუ რას ეძებ

თქვენ არ გიწევთ ელოდოთ ბიჭს, თუ როდის გაგაბედნიერებთ. როდესაც თქვენ ირჩევთ საჭმელს ბიჭის ნაცვლად, სწავლობთ, რომ ყოველთვის შეგიძლიათ გააბედნიეროთ თქვენი თავი. ასე რომ განაგრძეთ და გამოსცადეთ თქვენი თავი. თქვენ ამას იმსახურებთ. ეს უკეთესია, ვიდრე პაემანი ბიჭთან ერთად.

3. არანაირი გაზიარება

არავის არ უყვარს თავისი საჭმლის გაზიარება სხვისთვის. ასე რომ,როდესაც თქვენ იცნობთ ახალ ბიჭს და უკვეთავთ საჭმელს, შეგიძლიათ მთელი საკვები თქვენ მიირთვათ.

4. შენ არ გიწევს ინერვიულო შენს ნაკლზე

თქვენ შეგიძლიათ დაისვაროთ სახე, დააბოყინოთ, მოიკუნტოთ დივანზე და აიწიოთ თქვენი მაისური მაღლა. ვის ანაღვლებს ?

5. თქვენ არ გიწევთ გაიცნოთ ერთმანეთი

ღმერთო, ეს ყველაზე ცუდი რამაა პირველ პაემანზე : თქვენ გიწევთ იჯდეთ იქ და უყვებოდეთ უცნობს ჩვეულებრივ ამბებს, რომლებიც ათასჯერ გაქვთ მოყოლილი აქამდე. საჭმელს კი არ სჭირდება, რომ გიცნობდეთ.

6. ჩაიცვი ის რაც გინდა

თავს ღამის პერანგში უფრო კომფორტულად გრძნობთ ? რა პრობლემაა , როდესაც საჭმელთან ატარებთ საღამოს , აღარ მოგიწევთ დარდი იმაზე თუ რა ჩაიცვათ პაემანზე . საჭმელთან კი  შეგიძლიათ არ იდარდოთ , რომ სახეზე მაკიაჟი არ გისვიათ.

7.აღარ მოგიწევთ თავიანთ თავზე შეყვარებული ადამიანების მოსმენა

პაემანზე , შენს თავზე საუბრის საჭიროებაზე უარესი , არის ის რომ გიწევს ვიღაც ეგომანიაკის მოსმენა , რომელიც თავის ბრწყინვალებაზე საუბრობს , ასეთ დროს გინდება აიღო ჩანთა და თავქუდმოგლეჯილი გაიქცე . აი, საჭმელს კი არ შეუძლია საუბარი.

8. მარტო ჭამა უკეთესია, ვიდრე შეუკვეთო მოსაწყენი სალათი პაემანის დროს

როდესაც სახლში რჩები შენ არ გჭირდება ინერვიულო რას იფიქრებს ბიჭი, სალათის გარდა სხვა რაიმეს შეკვეთისას. დარჩი სახლში, ჭამე რაც გინდა და ისიამოვნე ნერვიულობის გარეშე

9, შენ შეგიძლია გააკეთო ის, რაც გინდა ჭამასთან ერთად

გინდა რომ უყურო ფილმს ან იცეკვო ? გააკეთე ეს ! ეს არის ყველაზე კარგი ნაწილი იმისა, რომ რჩები სახლში და არ მიდიხარ ბიჭთან ერთად პაემანზე ვისაც ცუდად იცნობ

10. შეგიძლია შეამოწმო შენი ტელეფონი რამდენჯერაც მოგინდება

პაემანზე მობილურის ხშირი გამოყენება უხეშობაა. აი, საჭმელს კი არ ადარდებს ჭამისას რას ამოწმებ , ასე რომ შენ შეგიძლია დაათვალიერო სოციალური მედია, განკითხვის გარეშე.

11.შემდეგი დილა არ არის უცნაური

როდესაც იღვიძებ მეორე დღეს, საჭმელთან გატარებული ღამის შემდეგ, ეს სულაც არ არის უცნაური. შენ იქნები ბედნიერი და ვეღარ მოიცდი, რომ გააკეთო იგივე მეორე ღამეს.

12 . შენ შეგიძლია წინ დააყენო შენი თავი

შენ არ მოგიწევს ფიქრი იმაზე, თუ რას იფიქრებს ის, თუ მას არ გაუნაწილებ შენს საჭმელს.საჭმელთან ერთად შენ შენს თავს აყენებ წინ და ხდები კმაყოფილი ყოველგვარი სინანულის გარეშე.

13.  რაც უფრი მეტი, მით უფრო კარგი

პირველ პაემანზე , მოვლენებს წინ ვერ გაუსწრებთ და უნდა ეცადოთ ყველაფერი სიფხიზლით აკეთოთ ,ყოველი ქმედება წინასწარ გათვალოთ . საჭმლის ჭამა კი შეგიძლია ნებსიმეირ დროს ნებისმიერ ადგილას და იქ სადაც მოგესურვება

D.T.

 

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: