მთავარი ურთიერთობები 15 რამ , რაც კაცს აინტერესებში ქალში, რომლებიც გარეგნობასთან კავშირში არაა

15 რამ , რაც კაცს აინტერესებში ქალში, რომლებიც გარეგნობასთან კავშირში არაა

by guramus

გოგონების უმეტესობა ფიქრობს,რომ მამაკაცებს მათში მხოლოდ გარეგნობა და კარგი ფიგურა მოსწონთ. მაგრამ,როდესაც საქმე სერიოზულ ურთიერთობაზე მიდგება, გარეგნობას ფასი ეკარგება. აქ არის გარკვეული სია იმ თვისებებისა,რასაც მამაკაცები ქალში აფასებენ. ქალბატონებო, ახლა თქვენი დროა,რომ მამაკაცის გულის საიდუმლოება ამოხსნათ.

 

აი, ჩვენი 15  რამ, რასაც კაცები ეძებენ ქალში

1.ხასიათი

 სილამაზე არანაირ კავშირში არ არის ადამიანის პიროვნულობასთან. ჩვენს ცხოვრებაში ხშირად ვხვდებით ისეთ ხალხს,რომელთაც აქვთ ლამაზი სახე,მაგრამ უშნო სული. ასე,რომ მამაკაცებს უყვართ ნამდვილი ქალები და არა ყალბი. მათ მოსწონთ ისეთი ქალები,რომლებიც არიან ისეთები,როგორებიც სინამდვილეში არიან.
2. კარგი მსმენელი
მამაკაცებს მოსწონთ ქალები,რომლებიც გულით უსმენენ მათ. “ხომ გეუბნებოდი” არის ფრაზა,რომელიც მამაკაცებს სძულთ. მხოლოდ ტკბილი სიტყვების თქმა მათ ვერ ანუგეშებთ. თქვენ რეალურად უნდა გაიაზროთ მამაკაცის პრობლემა და გულით უნდა მოუსმინოთ მათ.

 

3. საიმედო

მამაკაცები ყოველთვის ეუბნებიან კომპლიმენტს ქალებს, უწონებენ ჩაცმულობას,ვარცხნილობას და ა.შ ,მაგრამ სინამდვილეში საერთოდ არ ადარდებთ ეს. ნდობა ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა ურთიერთობაში. ყოველთვის დაიმახსოვრეთ ერთი რამ: შეგიძლიათ გააკეთოთ ნებისმიერი რამ,მაგრამ არ უღალატოთ თქვენს პარტნიორს! ეს ფაქტიურად ურთიერთობის დასასრულს ნიშნავს.

4. სპონტანურობა
ეს არის ერთ-ერთი თვისება,რომელსაც მამაკაცები აფასებენ ქალში. ქალის მხრიდან სპონტანურობის ჩვენებას შეუძლია მამაკაცი გახადოს ძალიან ბედნიერი.

 

5. საკუთარი თავის “გამოხატვა” სოციალურ ქსელში.
როგორ სცემ საკუთარ თავს და სხვებს პატივს, ძალიან ბევრ რამეს მეტყველებს შენს პიროვნულობაზე. დღევანდელ სამყაროში,სოციალური მედია ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვენს ცხოვრებაში. ვისთან ერთად სტუმრობ სხვადასხვა ადგილებს,ვის ესაუბრები – ძალიან ბევრს მეტყველებს შენზე. მამაკაცებს ძალიან არ მოსწონთ ისეთი ქალები,რომლებიც “ყველასთან ყველაფერს” აკეთებენ. ბიჭები ეძებენ ისეთ გოგოებს,რომლებიც მუდამ ყურადღების ცენტრში არიან,მაგრამ ნამდვილი მამაკაცი ასეთ ქალს არ ეძებს. რაც უფრო ცოტა ვიცით ადამიანზე,მით უფრო გვინდება მასთან ერთად დროის გატარება,ამიტომ არ არის საჭირო,რომ სოციალურ მედიაში ყველაფერი განვათავსოთ.

 

6.სითბოს გამოხატვა

მამაკაცისთვის ყველაფერი იწყება შეხებიდან. მამაკაცისადმი სითბოს გამოხატვა არის ძალიან თბილი რამ. აკოცეთ მამაკაცს მოულოდნელად, ჩაჰკიდეთ ხელი და მას ეს ძალიან მოეწონება. აგრძნობინეთ მას თავი სასურველად,რადგან მამაკაცებს ეს ყველაზე მეტად მოსწონთ.

 

 

7.კაბა,რომელსაც ქალები ატარებენ

როდესაც ქალები იცვამენ მოკლე ქვედაბოლოს და მიდიან კლუბებში,მაინც ითვლება,რომ ისინი ყურადღების ცენტრში არიან,რადგან იმდენად სექსუალურები არიან,რომ თითქმის ყველა მამრი მათ უყურებს,მაგრამ არსებობენ მამაკაცები,რომლებსაც ასეთი გოგოები არ მოსწონთ,რადგან მათთვის ასეთი ტიპის ქალბატონები ასოცირდებიან დრამასთან,ხოლო მამაკაცისთვის ყველაზე საშინელებაა დრამა.

 

 

8.ინტელექტი

მხიარულ და საინტერესო საუბრებს,მამაკაცის გაგიჟება შეუძლია. ჭკვიანმა ქალმა ამ სამყაროზე უფრო მეტი იცის,ვიდრე მამაკაცმა. ამ ცხოვრებაში უფრო მეტი რამ არსებობს,ვიდრე მოდა,ტანსაცმელი,დიზაინერები და ა.შ. თქვენს ინტელექტს არ ჭირდება განათლების ხარისხი. მთავარია, რომ იყოთ კარგი “გამგონე”.

9.თავდაჯერებულობა

თავდაჯერებულობა არის გასაღები ძალიან ბევრი რაიმის და მამაკაცებზე დადებითი შთაბეჭდილების მოხდენაც მისითაა შესაძლებელი. ჭკვიანი და სანდომიანი ქალები ყველასთვის ფავორიტია. არის რაღაც ისეთი სანდომიან ქალში და ამას ნამდვილად ვერაფერს უზამ.
10.სექსუალური ინტერესი
როდესაც ხვდები და დიდს დროს ატარებ შენ საყვარელ მამაკაცთან შეიძლება არ გქონდეს დისკუსია სექსის თემასთან დაკავშირებით. მაგრამ როდესაც ხარ ერთგული და გამგები, სექსის დიდ როლს თამაშობს თქვენს ურთიერთობაში მამაკაცთან.

11. დამოუკიდებელი ქალი

ძალიან ბევრ ქალს ჰგონია, რომ მამაკაცს სჭირდება სუსტი ქალი, რომ მასთან შედარებით უფრო ძლიერი და ჭკვიანი გამოჩნდეს, მაგრამ ეს არ არის სწორი. ნამდვილ მამაკაცს უნდა ქალი, რომელსაც ურთიერთობის გარდა აქვს თავისი პირადი ცხოვრებაც. კარგი კაცი არ არის შეშინებული თავისი ცოლის შემოსავლითა და წარმატებით. მნიშვნელოვანია გამონახო დრო ურთიერთობისთვისაც და კარიერისთვისაც.
12.მანქანის ტარების ნიჭი
სწორია, რომ მამაკაცებისთვის სასაცილოა ქალის მანქანის ტარების ნიჭი, მაგრამ უმრავლესობა დამეთანხმება, რომ მანქანის ტარების ნიჭი მნიშვნელოვანი ფაქტორია ქალში.
13.მიზიდულობა
მამაკაცებს არ ეშინიათ თავიანთი ვალდებულებების, მათ ეშინიათ რომ არ არიან მოთხოვნადები. მათ ეშინიათ ჰქონდეთ ურთიერთობა ქალთან, რომელიც არ არის მიმზიდველი და ვნებიანი.
14.ემოციურად მოწიფული
მოვა დრო როდესაც თქვენ იჩხუბებთ გარკვეულ თემებზე. გაუგებრობა ვერასოდეს იქნება გამოსავალი. უნდა იყო ისეთი ქალი, რომელიც საკმარისად მომზადებულია და მხარს დაუჭერს მამაკაცს ცუდად ყოფნისას. ეს არის მთავარი რამ რაც მამაკაცს ყველაზე მეტად აინტერესებს.

15. მათი დრო

ეს არის მნიშვნელოვანი ურთიერთობაში. ურთიერთობის უფსკრულმა შეიძლება ჩაშალოს ყველაფერი. ჩვენ ყველას გვიყვარს ადამინი, რომელიც თავის გეგმებში დროს ჩვენთვის გამონახავს. მეტი დრო გაატარეთ თქვენს სიყვარულთან ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ მათ.

D.T.