მთავარი საკითხავი დოსტოევსკის 8 გენიალური ფრაზა არსებობაზე

დოსტოევსკის 8 გენიალური ფრაზა არსებობაზე

by guramus

რუსი კლასიკოსი, რომელიც ბოლოდროს მოთხოვნადი მწერალია. მისი წიგნების კითხვა ერთგვარ ტენდეციადაც იქცა და შეიძლება ითქვას მოდაშია. მისი წიგნების გაგება კი, სულაც არ არის მარტივი. ზოგად ცოდნას მოითხოვს, რომელთან ერთად აზროვნების უნარიც უნდა ჰქონდეს ადამიანს. ცალსახა და მოკლე აზრები, რომლებსაც მეგობრები გეჭუკჭუკებიან , შეიძლება იმდენად მცდარი იყოს, შეიძლება იფიქრო  სულ სხვა რამ წაიკითხა და სულ სხვა რამეზე გესაუბრება. ამ შემთხვევაში უარესი კი ისაა, როცა მისი ფრაზების გაშინაარსებას, მხოლოდ ფრაზებით ცდილობენ და არ ინტერესდებიან ფრაზის უკან არსებულ წიგნებზე.

 

 გთავაზობთ რუსი კლასიკოსის 8 ეგზისტენციალურ ციტატას

1.როცა გვჭირდება, ჩვენთვის საძულველ ადამიანებთანაც კი საქმის დაჭერას არ ვთაკილობთ. – “მოთამაშე”

2.ადამიანის საუკეთესო განსაზღვრა ეს არის: იგი ორფეხზე მოსიარულე, უმადური არსებაა. – “ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან”

3.გავლილი ტანჯვა შეიძლება სულისთვის სიწმინდედ იქცეს. ადამიანი საერთოდ ისეა შექმნილი, რომ უყვარს საკუთარი განვლილი ტანჯვა. – “მწერლის დღიური”

4.მთავარია – გიყვარდეს სხვა ისე, როგორც საკუთარი თავი გიყვარს, აი ეს არის მთავარი და მორჩა. –  „სასაცილო ადამიანის სიზმარი“

5.ყველაფერი თავის დროზე მოვა, თუ კაცს მოთმინების უნარი შესწევს. – “ორეული”

6.ხდება ხოლმე თურმე ასეც: ცხოვრობ და არც კი იცი, რომ აქვე, შენს ახლოს, ყოფილა თურმე ისეთი წიგნი, სადაც მთელი შენი ცხოვრებაა აღწერილი.- „საწყალი ადამიანები“

7.ზოგჯერ ათ წელიწადში გამოსავლელს ერთ წელიწადში გამოივლის ადამიანი. – „დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი“

8.სიბრალული შეადგენს ადამიანთა ყოფის ყველაზე დიდსა და იქნებ ერთადერთ კანონს. -“იდიოტი”

D.T.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: