მთავარი საკითხავი 7 შეცდომა, რომელსაც ქალები ურთიერთობაში უშვებენ

7 შეცდომა, რომელსაც ქალები ურთიერთობაში უშვებენ

by guramus

ამბობენ, რომ შეყვარებული ქალი სულელია და პარტნიორთან ან პარტნიორის ძიებისას უმარავ შეცდომას უშვებს. 

  1. როცა გადაწყვეტილება არ არის მყარი:  ქალების ცხოვრებაში ხშირად დგება მომენტები, როცა აცნობიერებენ, რომ გარშემო ყოფითი პრობლემებით იმდენად გადაიღალნენ, პირადი ცხოვრება გვერდით დარჩათ, ამიტომაც, სასურველი მამაკაცის ძებნას იწყებენ. ასეთ დროს,   გვიან ხვდებიან, რომ აირჩიეს ის, ვინც შედარებით იდეალურად მიაჩნდათ, მაგრამ ის მაინც არ არის ის, ვინც  თანაცხოვრებისთვის რეალურად სჭირდებოდათ.
  2. დეპრესია: ქალების ინდივიდუალიზმი მათი ხასიათიდან გამომდინარეობს და სისულელეა იმის მტკიცება, რომ ყველას მსგავსი ფსიქოლოგია აქვს. ქალების ნაწილი მარტივად ძლევს სიყვარულის ბარიერს, ზოგი კი პარტნიორის ძიებისას დეპრესიაში ვარდება. ასეთ დროს უმჯობესია ყურადღება მეგობრებზე, ოჯახზე და სხვა საყვარელ ადამიანებზე გადაიტანონ.
  3. დაუმსახურებელი ერთგულება: ქალების უმეტესობა ვერ ხვდება, რომ ურთიერთობა ორი მხარის კავშირია და შესაბამისად, ლოგიკურიცაა, რომ ორივე მხარე უნდა იაზრებდეს ვალდებულებებს. სუსტი სქესის დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ მას მეტი მოეთხოვება და სწორედ აქ ცდება.
  4. ვნება: არსებობს მოსაზრება, რომ ვნება ურთიერთობებს ამყარებს. ეს მოსაზრება მცდარია. თუ სიყვარული ან სიყვარულის საწყისი არ არის, ვერანაირი ვნება ვერ წარმოქმნის სიყვარულს. ურთიერთობა არსებობის მანძილზე  ვნებაზე იქნება დამყარებული და როცა ვნება გაქრება, დამთავრდება ურთიერთობის საჭიროებაც.
  5. ნაჩქარევი თანაცხოვრება: არიან ისეთი ქალები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ურთიერთობის საწყის ეტაპზევე საჭიროა პარტნიორთან მჭიდრო კავშირი და თანაცხოვრება. რეალურად, ასეთ ქალებს სტაბილურობა სჭირდებათ და ნაკლებად აინტერესებთ გაიგონ, როგორია მათი მამაკაცი სინამდვილეში.
  6. მოლოდინი: ხშირად, სანამ წყვილი შედგება, ადამიანები მხოლოდ ერთმანეთის დადებით მხარეებს ამჩნევენ და ავიწყდებთ, რომ ყველას აქვს საკუთარი ნაკლოვანებები და სისუსტეები. მერე კი, როცა ურთიერთობა საწყის ეტაპს სცდება, დაუკმაყოფილებობის გრძნობა ჩნდება და ეს ყველაფერი ურთიერთობაზე ნეგატიურად ისახება.
  7. მოთმენა: ქალები მართლაც მიამიტი არსებები არიან. მათ შეუძლიათ მამაკაცს იგივე შეცდომა ასჯერ აპატიონ და თავადვე შეთხზან მათი გამამართლებელი მიზეზების მთელი სია, ოღონდ მათთან არ შეწყვიტონ ურთიერთობა.
თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: