მთავარი ურთიერთობები 12 მიზეზი: რატომ უქრება ბიჭს თქვენდამი ინტერესი?

12 მიზეზი: რატომ უქრება ბიჭს თქვენდამი ინტერესი?

by guramus

გაინტერესებთ, რა შემთხვევაში დაეკარგება ბიჭს თქვენდამი ინტერესი? გთავაზობთ 12 მიზეზს.

გადაჭარბებული ყურადღება: გადაჭარბებული ყურადღება და უამრავი კითხვა ბიჭების უმეტესობას აბნევს და მოსალოდნელ ურთიერთობაზე წარმოდგენებს უკარგავს.

აქცენტი მის საჭიროებეზე: ყველა ადამიანს სიამოვნებს ყურადღება, მათ შორის, მამაკაცებსაც. მით უფრო, როცა საყვარელი ქალი ზრუნავს მათზე, მაგრამ ზღვარის დაცვა ნუ დაგავიწყდებათ. გადამეტებული ინტერესი უამრავ მამაკაცში აგრესიას იწვევს და საბოლოო ჯამში, ნეგატიურად ისევ თქვენ წაგადგებათ .

ზედმეტი სიახლოვე: ქალების ნაწილს მიაჩნია, რომ ფიზიკური სიახლოვის დაჩქარება ურთიერთობას ახალ ეტაპზე გადაიყვანს. სინამდვილეში, მამაკაცებს მოსწონთ ყველა ეტაპის გავლა.

დრო: თუ ხვდებით, რომ ურთიერთობის საწყის ეტაპზე ან უკვე განვითარებულ ურთიერთობაში რაღაც რიგზე ვერ არის, სჯობს თქვენს პარტნიორს მისცეთ დრო.

არასაიმედოობა: თუ თქვენ ჭირვეული ხართ, გაწუხებთ ურთიერთობის ზედმეტი შიში, ეს ცუდია. თუ თქვენს რჩეულს თქვენდამი ინტერესი გაუქრება, თავადვე გეტყვით. თქვენი ეჭვებით კი ისევ საკუთარ თავს ვნებთ.

არაადეკვატურობა: ურთიერთობის შენარჩუნებისთვის სჯობს იყოთ ისეთები, როგორებიც რეალურად ხართ და არ სცადოთ ხელოვნური სიახლეები.

ყველაფრის ჩვენება: ურთიერთობაში უნდა დატოვოთ კითხვების ნიშნები. თქვენი რჩეული მამაკაცი უნდა ელოდოს სიახლეებს თქვენგან, არ უნდა იცოდეს ყველაფერი ბოლომდე იმ შემთხვევაში, თუ გსურთ, რომ ნაყოფიერი ურთიერთობა შედგეს და ერთმანეთის ინტერესი არ დაიკარგოს.

მარტივი თანხმობა: გქონდეთ საკუთარი მოსაზრება და ნუ იფიქრებთ, რომ ეს ჰარმონიულ ურთიერთობაში ხელს შეგიშლით.

წარსულზე ლაპარაკი: ყველა გოგოს სურს საყვარელ მამაკაზე იცოდეს ყველა დეტალი, მათ შორის ყოფილი ურთიერთობების შესახებაც. ინტერესი ბუნებრივია, მაგრამ გადაჭარბებული კითხვები მოსაბეზრებელი.

კომენტარები: როცა მისი მისამართით ამბობთ რაღაცას, მთავარია, ზღვარი არ დაარღვიოთ და ზუსტად იცოდეთ, რა ეწყინება, რა ესიამოვნება და რა გამოიწვევს უკმაყოფილებას.

ჭორაობა: ქალების უმეტესობის სისუსტე ჭორაობა და სხვების ამბებზე კომენტარების კეთებაა.  მამაკაცების უმეტესობას ქალების  ეს თვისება ძალიან აღიზიანებს.

უკმაყოფილება: თუ თქვენ გამუდმებით ყველაფრით უკმაყოფილო ხართ, მათ შორის საყვარელი მამაკაცის ქცევებითაც, ეს ნიშნავს, რომ მას თქვენდამი ინტერესი ნელ-ნელა მართლაც გაუქრება.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: