მთავარი ასტროლოგია როგორ ვიპოვოთ სიყვარული მარტივად ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

როგორ ვიპოვოთ სიყვარული მარტივად ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

by guramus

სიყვარული ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, მაგრამ ბევრს უჭირს მეორე ნახევრის პოვნა. ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით შეგვიძლია გავარკვიოთ, თუ რა თვისებები გვიშლის ხელს საყვარელი ადამიანის პოვნაში.

ვერძი –  ზედმეტად მიზანდასახული და თავდაჯერებული ხართ. მიუხედავად იმისა, რომ ეს თვისებები ცხოვრებაში ძალიან ბევრ კარგს მოგიტანთ, განათლებაზე და კარიერაზე ფიქრით ურთიერთბას ვერ ააწყობთ.
კუროს – სანამ გადაწყვეტილებას მიიღებთ, ბევრს იფიქრებთ და მხოლოდ ამის შემდეგ გააკეთებთ არჩევანს. ეს თვისება ხშირად გეხმარებათ  სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში, მაგრამ ზედმეტი ლოდინის გამო შეძლება თქვენი შანსი გაუშვათ. ნუ დაკარგავთ დროს.

ტყუპს – თქვენ შეგიძლიათ გრძნობების და ემოციების უსაზღვრო გამოხატვა. თქვენთან ადამიანი არასდროს იგრძნობს მარტოობას, რადგან  სიცოცხლით სავსე ხართ, მაგრამ ხშირად გიჭირთ საკუთარ თავში გარკვევა გიყვართ თუ არა პარტნიორი. ბევრს ნუ იფიქრებთ – გიყვართ.

კირჩხიბი –  დიდი შინაგანი ენერგია გაქვთ, მაგრამ სხვებს ადვილად შეუძლიათ თქვენთვის გულის ტკენა. უწყინარმა სიტყვებმაც კი შეიძლება იმოქმედოს თქვენზე და ამის გამო ურთიერთობაც კი გაწყვიტოთ. სიყვარულს მოთმინება ჭირდება. შეეცადეთ უფრო მეტად გაუგოთ საყვარელ ადამიანს და ხანდახან აპატიოთ კიდეც შეცდომები.

ლომი – მეფე ლომი მხოლოდ თავის სწორს თუ შეხედავს და მისცემს მის გვერდით ყოფნის უფლებას. პრობლემა კი იმაშია, რომ მეფე მხოლოდ ერთია. ისწავლეთ სხვების დაფასება და შეეცადეთ ზემოდან არ შეხედოთ თქვენს პარტნიორს. თუ მას თქვენ უყვარხართ მისთვის არამარტო მეფე, არამედ ცხოვრების აზრი იქნებით.

ქალწული – ყურადღებიანი და მოწესრიგებული ქალწული თეთრ ცხენზე ამხედრებულ პრინცს ელოდება. კარგია, რომ ასეთი თვითშეფასება გაქვთ, მაგრამ იყავით რეალისტი. ხშირად ის ადამიანი ვინც ჩვენს გვერდით არის და ვერ ვამჩნევთ ყველაზე მეტად იმსახურებს ჩვენს სიყვარულს.

სასწორის – სასწორს ინტუიცია ზედმეტად აქვს განვითარებული. ხშირად ისეთი რამ იცით წინასწარ რისი ცოდნაც შეუძლებელია, მაგრამ თავს ნუ მოიტყუებთ. პირველი შთაბეჭდილება ხშირად არის მცდარი და ნუ მისცემთ სხვას უფლებას თქვენს გრძნობებზე ითამაშოს.

მორიელი – გულთამპყრობელი და ვნებიანი მორიელი ყველგან ადვილი შესამჩნევია და ხალხმრავლობაშიც კი გამოირჩევა სხვებისგან. თქვენი მიმზიდველობა ასევე თქვენი ტვირთია, რადგან ზედმეტად ეჭვიანი ხართ. იყავით ერთგული და ისწავლეთ ნდობა. ეს ურთიერთობის აწყობაში დაგეხმარებათ.

მშვილდოსნები – პირდაპირი და სამართლიანი მშვილდოსანი ტყუილს ვერავის პატიობს. ურთიერთობა ნდობაზეა დამყარებული, მაგრამ სანამ ერთმანეთს ბოლომდე გაიცნობთ და შეიყვარებთ, პატარ-პატარა ტყუილებიც იქნება და ამას ნუ მისცემთ უფლებას ურთიერთობა დაგინგრიოთ.
თხის რქა – დამოუკიდებელი და ამაყი თხის რქა ნებისმიერი პრობლემიდან პოულობს გამოსავალს. მართლაც სამაგალითოა ასეთი შემართება, მაგრამ ურთიერთობისთვის არც თუ ისე კარგი. ნუ მოგერიდებათ დახმარების თხოვნა და საკუთარ სისუსტეებზე ლაპარაკი. ურთირთობაში  გულახდილობა აუცილებელია.

მერწყული – 
თქვენი სილამაზე და მომხიბვლელობა ადვილად იზიდავს ადამიანებს, რის გამოც შეიძლება თავგზა აგებნეთ და არასწორი არჩევანი გააკეთოთ. კარგად დაფიქრდით არჩევანის გაკეთებამდე ნამდვილად გიმსახურებთ თუ არა ის თქვენ.

თევზები – პატიოსნება და სიდინჯე თქვენი დამახასიათებელი თვისებებია, მაგრამ უმოქმედობა ურთიერთობისთვის კარგი არ არის. ნუ დაელოდებით მოქმედებას პარტნიორისგან და შეეცადეთ თქვენც გადადგათ ნაბიჯები. შედეგი სასიამოვნოდ გაგაკვირვებთ.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: