მთავარი ფილმები 2016 წლის 10 ფილმი, რომლებიც ეკრანს მიგაჯაჭვებთ!

2016 წლის 10 ფილმი, რომლებიც ეკრანს მიგაჯაჭვებთ!

by guramus

2016 წელი, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, კინემატოგრაფიულად ნაყოფიერი წელი აღმოჩნდა.ცნობილმა და უცნობმა რეჟისორებმაც გადაიღეს ახალი თუ მორიგი ფილმი, რომლითაც კინომანების დიდი ყურადღება მიიქციეს. იყო კანის ფესტივალი, სადაც მთავარი გამარჯვებული ფილმი “მე, დენიელ ბლეიკი” აღმოჩნდა, ხოლო ოსკარებზე “მთვარის შუქი” . დღეს შემოგთავაზებთ 10 ფილმს, რომელიც ეკრანს მიგაჯაჭვებთ.

 

აი, შესანიშნავი ათეული

1.ლომი / lion

ფილმი მოგვითხრობს პატარა დაკარგულ ბავშვზე, რომელიც მთელი არსებით ცდილობს ოჯახის პოვნას. ხარისხიანი გადაღებაა და ჰოლივუდის არაერთი ვარსკლავიც მონაწილეობს ფილმში. ფილმის ყოველ წუთს ყურადღებით უყურებ და გაინტერესებს თუ რა მოხდება შემდეგში.

“ნამდვილი ამბავი ოჯახის დაკარგვასა და პოვნაზე.”

2. ლა ლა ლენდი / La La Land

პიანისტისა და მსახიობის ურთიერთობა, რომელიც იზრდება სიყვარულში, რაც ძალას აძლევთ გახდნენ უკეთესები. ეს არ არის ჩვეულებრივი სიყვარულის ფორმა, ეს არის თავგანწირვისა და დათმობის ვარიაცია, რომლის ნაყოფი კარიერული წარმატებაა. ოცნებებისკენ სწრაფვის ხილვა , ნამდვილად მიგაჯაჭვებთ ეკრანს.

“სულელია ის, ვინც ოცნებობს”

3.მანჩესტერი ზღვასთან / Manchester by the sea

ცხოვრებუსეული ტრაგედია,რომელიც სულიერ დეგრადაციას იწვევს. ქეისი აფლეკის პერსონაჟი მუდმივ ბრძოლებსა და ფსიქიკის გამანადგურებელ განცდებშია. იპოვის თუ არა საკუთარ თავს და გამოჩნდება თუ არა ვინმე, ვინც ცხოვრების მნიშვნელობას კვლავ შეაცნობინებს. ამის გარკვევის სურვილი კინომოყვარულებს ძნელად თუ მოაშორებს ეკრანს.

“არ შემიძლია მისი დამარცხება, ვერ შევძლებ ამას”

4.  ღამის ცხოველები / Nocturnal Animals

 არაორდინალური, მოულოდნელობებით სავსე სიუჟეტი, რომელიც ნებისმიერი ტიპის მაყურებელზეა გათვლილი. ფილმში ასახული ისტორია გულგრილს არავის დატოვებს.

,,თუ ვინმე გიყვარს, ამას უნდა გაუფრთხილდე, ვინაიდან შესაძლოა ვეღარასდროს განიცადო იგივე”

5.ამერიკული თაფლი / American Honey

თინეიჯერი გოგონას თავგადასავლები, სადაც აღწერილია მისი ქაოტური ბუნება. მას სურს გამოსცადოს ბევრი რამ ცხოვრებაში და არაფერი აქვს ისეთი, რის გამოც რამეზე უკან დაიხევს. მის წინ მრავალგანზომილებიანი და სირთულეებით სავსე სამყარო იშლება.

6. ჯეკი / Jackie

ფილმში აღწერილია ჟაკლინ კენედის ცხოვრების რამდენიმე დღე. დღეები, რომლის გადატანაც უწევს ამერიკის პირველ ლედის მეუღლის – ჯონ კენედის – მკვლელობის შემდეგ.

‘მინდა რომ ნახონ, თუ რა გაუკეთეს ჯეკს”

7. ჩამოსვლა / ariival

დენის ვილნევის მისტიკური სიუჟეტის მქონე ფილმი, რომელიც თავიდანვე დაგაინტერსებთ. სიუჟეტური განვითარება კი ეკრანებს მიგაჯაჭვებთ.ფილმი უცხოპლანეტელების ჩამოსვლაზეა, თუმცა ფილმში ყოველი ქმედება ადამიანურია  და არანაირად არ არის ფანტასტიკა.

“მთელი შენი ცხოვრების წინასწარ ნახვა , რომ შეგეძლოს, შეცვლიდი რამეს ? “

8. მთვარის შუქი / Moonlight

ფილმი არის ადამიანზე, რომელიც განიცდის ყველანაირ ჩაგვრას. ოსკარებზე სწორედ ეს ფილმი გახდა წლის ფილმი.ფილმის სიუჟეტური განვითარება სამი ნაწილისგან შდგება და ძალიან საინტერესოა.

“ეს არის ისტორია ცხოვრებაზე”

9. სიჩუმე / Silence

რა არის რეალურად რწმენა. როგორ უნდა გავიგოთ ჩვენი არჩეული გზა სწორია თუ არა. იქნებ ღმერთს ჩვენი არ ესმის. ფილმი მძიმე რელიგიურ პრობლემებზე, სულიერ ბრძოლაზე, რომელიც ჩაგითრევთ და ინტერესს არ დაგიკარგავთ.

“ხანდახან სიჩუმე მომაკვდინებელი ხმაა”

10. ჰაქსოუს გმირი / Hacksaw Ridge

ფილმი მოგვითხრობს ადამიანზე, რომელიც ჯარში მიდის არა საომრად, არამედ ადამიანების გადასარჩენად. ეს ფილმი არის ჰუმანისტური ხასიათის და იმიაზეა თუ რა უბედურების მოტანა შეუძლია ომს. სიუჟეტური განვითარება და კინემატოგრაფიული სურათი , ჩამთრევი და მომხიბვლელია, რომლის გამოც მელ გიბსონს დიდი წარმატება ხვდა წილად.

“ღმერთო მომეხმარე, რათა კიდევ ერთი გადავარჩინო”

D.T.