მთავარი ურთიერთობები 3 საშუალება გაიგოთ გიწერიათ, თუ არა მომავალში ერთად ყოფნა

3 საშუალება გაიგოთ გიწერიათ, თუ არა მომავალში ერთად ყოფნა

by guramus

ხშირად წყვილები ურთიერთობის დასაწყისში ვერ ათვიცნობიერებენ მომავალს და სირთულეებს ვერ ამჩნევენ. მათ შორის ვნება იმდენად მაღალია, რომ ყურადღების მიღმა რჩებათ მნიშვნელოვანი ფაქტორები. გთავაზობთ 3 საშუალებას, რომლიც მიხედვითაც გაიგებთ, გიწერიათ თუ არა თქვენ და თქვენს საყვარელ ადამიანს ერთად ყოფნა.

 1. რელიგია

ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. შეიძლება იფიქროთ, რომ სხვადასხვა რწმენა ხელს ვერ შეგიძლით, თუმცა გირჩევთ ურთიერთობის დასაწყისში მოაგვაროთ ეს საკითხი. მომავალში შეიძლება სერიოზული პრობლემის წინაშე აღმოჩნდეთ. არსებობს რიგი საკითხები, რომელშიც რელიგიური ფაქტორები მნიშვნელოვანია. მაგალითად, რომელი თქვენგანის რწმენაზე აღზრდით შვილებს და ა.შ.

 2. ოჯახი

ამ შემთხვევაში ორ რამეს უნდა მიაქციოთ ყურადღება. დააკვირდით როგორი ურთიერთობა აქვს თქვენ საყვარელ ადამიანს საკუთარ ოჯახთან ან როგორ იქცევა თქვენს ოჯახის წევრებთან.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ წინასწარ შეთანხმდეთ შვილების ყოლის საკითხზე. შესაძლოა თქვენი ინტერესები საერთოდ არ დაემთხვეს ერთმანეთს.

 3. პოლიტიკა

შეიძლება ბევრ თქვენგან გაეცინოს, მაგრამ პრაქტიკამ აჩვენა რომ სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების მქონე წყვილები ხშირად კამათობენ და საბოლოოდ შორდებიან კიდეც. მცირე კამათი არაფერია, მაგრამ თუ ერთმანეთის შენარჩუნება გინდათ, აუცილებლად უნდა მიხვიდეთ კონსენსუსამდე.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: