მთავარი საკითხავი ილია მეორე – ადამიანი არ უნდა შეუშინდეს არც სიხარულს და არც მწუხარებას

ილია მეორე – ადამიანი არ უნდა შეუშინდეს არც სიხარულს და არც მწუხარებას

by guramus

“დღეს კიდევ ერთხელ ვფიქრობთ იმის შესახებ, რა ახლოს არის მწუხარება და სიხარული. ბზობის დღეს იესო ქრისტე, როგორც მეფე შევიდა იერუსალიმში. ერი ზეიმით ხვდებოდა მას და უგალობდა “ოსანა მაღალთა შინა ღმერთსა”. რამდენიმე დღის შემდეგ იგივე ერი უღალატებს და იყვირებს “ჯვარს აცვი ეგე”. ადამიანი არ უნდა შეუშინდეს არც სიხარულს და არც მწუხარებას. ეს ყველაფერი მოვლენილია ღვთისგან. სიხარულსაც და მწუხარებასაც ადამიანმა უნდა გაუძლოს. სიხარული იცვლება მწუხარებით და მწუხარება იცვლება სიხარულით. ღმერთმა ინებოს სიხარული სუფევდეს აწ და მარადის უკუნითი უკუნისამდე”, – ბრძანა პატრიარქმა.