მთავარი საკითხავი რატომ ეშინიათ მამაკაცებს ქორწინების?

რატომ ეშინიათ მამაკაცებს ქორწინების?

by guramus

მამაკაცებს ძლიერი სქესის წარმომადგენლებს უწოდებენ, მაგრამ ოდესმე გიფიქრიათ, რამდენად სუსტები არიან ისინი?  იცით თუ არა ის მიზეზები, რომლებიც ხელს უშლიან მათ იქორწინონ საყვარელ ქალზე?

  1. არასრულფასოვნების კომპლექსი: მამაკაცების ნაწილი მხოლოდ გარეგნულად ჩანს ძლიერი, სინამდვილეში კი ისინი კარგი იმიჯის მქონე ბავშვები არიან. ძლიერი სქესის წარმომადგენლებსაც აწუხებთ კომპლექსები და არასრულფასოვნების შეგრძნებები. ქორწინების გადაწყვეტილებადე ისინი ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიან, მაგრამ ურთულდებათ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება. ხშირად ისინი ფიქრობენ:- არიან კი საკმარისად სიმპათიურები, თავდაჯერებულები, საინტერესონი და ფინანსურად ძლიერნი, რომ საყვარელ ქალს შეუქმნან სასურველი კომფორტი?
  2. ნაკლოვანებები: ყველა ადამიანს აქვს საკუთარი სისუსტეები და ნაკლოვანებები. როდესაც ქორწინების გადაწყვეტილებას იღებ, ეს ნიშნავს, რომ იწყებ ახალ ცხოვრებას, მოგიწევს სიახლეებთან შეჭიდება და შენი სუსტი მხარეების სხვასთან გაზიარება. მამაკაცების ნაწილს სრულიადაც არ მოსწონს საკუთარი სისუსტეების სხვასთან გამოვლენა. ეს “სხვა” კი სრულებით შეიძლება იყოს საყვარელი ქალი, რომელსაც შემდეგში ცოლის სტატუსი ექნება.
  3. ვალდებულებები: ახალი ცხოვრების დაწყება ახალ გამოწვევებს ნიშნავს. იმატებს ვალდებულებები, სიახლეები. ამ ყველაფერთან ერთად კი ჩნდება პრობლემების მთელი ჩამონათვალი, რაც შეიძლება, რომ წყვილს შორის კონფლიქტების საწყისი გახდეს.
  4. დათმობა: მამაკაცები იაზრებენ, რომ ოჯახი ტვირთია. ხშირად მოუწევთ დათმობა, საკუთარ ინტერესებზე უარის თქმა და იმ ყოველდღიური წვრილმანების გადასხვაფერება, რასაც ადრე სიამოვნებით აკეთებდნენ. თუ სამსახურის შემდეგ, მეგობრებთან ერთად ლუდის დალევა ტრადიცია იყო, ქორწინების შემდეგ მხოლოდდამხოლოდ ფუფუნების საგანი გახდება.
  5. ცვლილებები: თანაცხოვრება რომ უამრავ ახალ პრობლემას ქმნის, ეს ყველამ კარგად იცის. ამიტომ, მამაკაცების ნაწილს უწევს ხასიათის ცვლილება, ქმედებებზე უფრო მეტი დაკვირვება და საერთოდ, ცხოვრების ხელახლა დაწყება.
თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: