მთავარი საკითხავი აფუჭებს თუ არა სიშორე ურთიერთობებს?

აფუჭებს თუ არა სიშორე ურთიერთობებს?

by guramus

ადამიანების უმეტესობას ის ურთიერთობა მიაჩნია საუკეთესოდ, რომელიც ყოველდღიური ურთიერთშეხვედრებისგან ყალიბდება. მაგრამ რა უნდა ვთქვათ იმ წყვილებზე, რომლებიც გარკვეული მიზეზების გამო ერთმანეთს პირისპირ ვერ ეკონტაქტებიან და მათ შორის რამდენიმე ქვეყნის საზღვარია? გიფიქრიათ ოდესმე, თუ რა არის ამგვარი ურთიერთობების ხიბლი?

  1. მეტი ემოცია: ის წყვილები, რომლებიც ერთმანეთის ყოველდღე  ვერ ხედავენ, მეტად ემოციურები არიან. დაკვირვებამ ცხადყო, რომ მუდმივი მონატრება გრძნობებს აძლიერებს.
  2. მეტი დამოუკიდებლობა: გაქვს საშუალება იყო მეტად დამოუკიდებელი და კარგად დაფიქრდე, რას ელი ურთიერთობისგან.
  3. პირადი სივრცე:  თუ გაქვს პირადი სივრცე, ეს ნიშნავს, რომ  დროს უთმობ საკუთარ თავს, შესაბამისად, იცი რა გჭირდება, რა გაკლია, რა უნდა შეცვალო საკუთარ თავში და გამოასწორო.
  4. ფიქრის საშუალება: ურთიერთობის პარალელურად შენ ასევე გჭირდება მომავალზე ფიქრი,სამომავლო  გეგმების ჩამოყალიბება.
  5. ახალი აღმოჩენები: თავისუფალი დროს შენ შეძლებ ყურადღება გაამახვილო შენს ჰობზე. აღმოაჩინო და შეიმეცნო ახალი, განვითარდე პიროვნულად.
  6. სტაბილურობა: ყველა ურთიერთობას ახლავს თავს ერთმანეთის მობეზრება, გადაღლილობა, ნერვიული სტრესი. როცა ურთიერთობებს შორის მანძილია, წყვილებს ნაკლებად განიცდიან ზემოთჩამოთვლილ პრობლემებს.
  7. სიახლეები: ასეთი ტიპის ურთიერთობაში ყოველთვის არის სიახლეები, კითხვის ნიშნები და ერთმანეთით დაინტერესების ახალი შესაძლებლობები.
  8. თავადაჯერებულობა: მანძილი სიყვარულის იმიტაციას არ ქმნის. ასეთ დროს არავინ არავის ავალდებულებს, გაიჩინოს ვალდებულებები.
  9. მოლოდინი: მოლოდინის რეჟიმი თავის მხრივ სასიამოვნო ხდება, როცა ელოდები, რომ ნახავ საყვარელ ადამიანს.
თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: