მთავარი საკითხავი რატომ ეშინიათ ქალებს დაქორწინების? (8 მიზეზი)

რატომ ეშინიათ ქალებს დაქორწინების? (8 მიზეზი)

by guramus

ქალების გარკვეული კატეგორია დიდხანს რჩება პარტნიორის გარეშე. ეს არ ნიშნავს, რომ ისინი არ არიან ლამაზები, არ სურთ სასიყვარულო ურთიერთობები და ცხოვრებისეული მომენტებით ტკბობა.

არსებობს მიზეზების მთელი ჩამონათვალი, რომლებიც ხელს უშლიან მათ ცხოვრებაში იყვნენ მეტად თავისუფლები.

  1. საკუთარი თავის სიყვარული: ვის არ უყვარს საკუთარი თავი? მაგრამ ქალების ნაწილი ყოვლედღიურობას ზედმეტი სიმკაცრით აღიქვამს. ისინი ამბობენ: ღირს კი ახალი ურთიერთობის წამოწყება? რა შედეგით დასრულდება ის?
  2. ოფიციალურობა: არიან ქალები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ოფიციალური ურთიერთობები ყველაფერს აფუჭებს. მათი აზრით, ურთიერთობებს სტატუსი სულაც არ სჭირდება.
  3. დამოუკიდებლობა: არსებობს გრძნობა, მაგრამ ამ ყველაფრის პარალელურად არსებობს დამოუკიდებლობის გადამეტებული სურვილიც. ქალების ნაწილს არ მოსწონს პარტნიორის კონტროლი და უბრალოდ ეზარება ახსნა- განმარტებები.
  4. გეგმები: ერთია, რომ გაქვს მეორე ნახევართან დაკავშირებული გეგმები და მეორეა, რომ გჭირდება პიროვნული განვითარება უკეთესი ცხოვრებისთვის. ხშირად, როდესაც ცხოვრებაში ახალი ვიღაც ჩნდება, სამომავლო გეგმები რადიკალურად იცვლება.
  5. “ის”: მოწონება და სიყვარული რომ ერთმანეთის განსხვავებული განცდებია, ქალებმაც კარგად იციან. ამიტომაც, ყოველთვის აქვთ კითხვა საკუთარ თავთან: არის ის, ვისთანაც სურთ დაბერება? თუ უბრალოდ გატაცებაა, პერიოდული ვნება და ცხოვრების მთავარი შეხვედრა კიდევ წინაა?
  6. ოჯახი: თუ ურთიერთობა ნამდვილად სერიოზულია, ეს ნიშნავს, რომ ადრე თუ გვიან ქორწინებით ან თანაცხოვრებით დასრულდება, ეს კი მეტ ვალდებულებებს აჩენს. ქალებმა კარგად იციან, რომ მათზე ბევრი რამაა დამოკიდებული.
  7. შიში:  იქ, სადაც სიყვარულია, პარტნიორის დაკარგვის შიში ბუნებრივიც კია. მაგრამ ქალების ნაწილი, სულაც არ არის მზად ურთიერთობის სამუდამო შენარჩუნებისა და ბრძოლისთვის.
  8. სტატუსი: ქალების ნაწილს ძალიან მოსწონს, როცა მას “მარტოხელას” სტატუსით იცნობენ. ეს ნიშნავს, რომ მისთვის მთავარი ჯერ კიდევ წინაა.
თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: