მთავარი ურთიერთობები 13 საოცარი რჩევა, რომელიც თქვენს ურთიერთობას სამუდამოს გახდის

13 საოცარი რჩევა, რომელიც თქვენს ურთიერთობას სამუდამოს გახდის

by guramus

ფსიქოლოგმა ჯერარდ როჯერსმა დაწერა ღია წერილი თავისი ფეისბუქ მეგობრებისთვის, მას შემდეგ რაც მძიმე განქორწინება გადაიტანა. ” აქ არის ის რჩევები რომლებიც კარგი იქნებოდა ჩემთვის მოეცათ, სანამ დავკარგავდი ქალს, რომელიც მიყვარდა და დავასამარებდი 16 წლიან ქორწინებას. ”

აი, 13 რჩევა, რაც იმ ტექსტიდანაა

1. არასდროს შეწყვიტო კეთილგანწყობის მოპოვება. როდესაც ხელს სთხოვ, შენ პირობას აძლევ, რომ იქნები კაცი, რომელიც მის გულს დაეპატრონება და ბოლომდე დაიცავს მას. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და წმინდა განძი, რაც კი ოდესმე გქონია. მან შენ აგირჩია, ეს არასდროს დაივიწყო.

2. გაუფრთხილდი საკუთარ გულს, მას შემდეგ, რაც პირობა დადე, რომ მის გულს დაიცავდი, იმავე სიფრთხილით უნდა დაიცვა საკუთარი. გიყვარდეს საკუთარი თავი, მაგრამ შენს გულში არის ადგილი, სადაც ვერავინ შეაღწევს გარდა შენი ცოლისა. არ დაუშვა, რომ ვინმემ დაიკავოს ეს ადგილი

3. გიყვარდეს  ისევ და ისევ , მიუხედავად იმისა რომ გამუდმებით იცვლებით. აღარ იქნებით ისინი, ვინც დაქორწინებისას იყავით. თქვენ ისევ და ისევ უნდა ირჩევდეთ ერთმანეთს. ის შეიძლება არ დარჩეს შენთან, თუ მის გულს არ გაუფრთხილდები, სხვას შეიყვარებს და აღარასდროს გექნება შანსი მისი უკან დაბრუნების. იბრძოლე მისი სიყვარულისთვის ისე, როგორც ამას ურთიერთობის დასაწყისში აკეთებდი.

4. დაინახე ყოველთვის საუკეთესო მაშში. გააკეთე აქცენტი იმაზე, რაც გიყვარს. ასე აღმოაჩენ, რომ ყველაზე იღბლიანი კაცი ხარ დედამიწაზე, რადგან ასეთი ქალი გყავს გვერდით

5. შენი მიზანი მისი შეცვლა ან გაუმჯობესება არ არის. გიყვარდეს ისეთი, როგორიც არის და თუ შეიცვლება შეიყვარე ისეთი, როგორიც გახდება. სულ ერთია გინდოდა ეს ცვლილება თუ არა.

6. აიღე პასუხისმგებლობა საკუთარ ემოციებზე. შენი პარტნიორის მოვალეობა არაა გაგაბედნიეროს და მას არ შეუძლია გაგაუბედუროს. თავად ხარ პასუხისმგებელი იპოვო საკუთარი ბედნიერება, რაც შემდგომ თქვენს ურთიერთობაზე აისახება

7.იყავი სულელი, ჩერჩეტი. ნუ იქნები ზედმეტად სერიოზული. გაიცინე და გააცინე ისიც, სიცილი ყველაფერს უფრო მარტივს ხდის.

8.შეავსე მისი სული… ყოველ დღე სთხოვე ჩამოთვალოს 10 რამ რაც მას თავს საყვარლად აგრძნობინებს. დაიმახსოვრე ისინი და აქციე შენს პრიორიტეტად, რათა ყოველ დღე დედოფლად, მნიშვნელოვნად და სათუთ არსებად იგრძნოს თავი.

9. იყავი საჩუქარი. მიეცი მას არა მარტო შენი დრო, არამედ ყურადღება და სულიც კი. გააკეთე ყველაფერი რომ მასთან ყოფნის დროს სხვაზე არაფერზე იფიქრო. ისე მოექეცი თითქოს შენი ყველაზე ღირებული “კლიენტია”.

10. ნუ იქნები იდიოტი. შენ დაუშვებ შეცდომებს და ასევე ისიც. მთავარია ეს შეცდომები ძალიან დიდი არ იყოს, ისწავლე უკვე დაშვებული შეცდომებისგან. თქვენ არ უნდა იყოთ იდეალურები, მთავარია სულელები ნუ იქნებით.

11. იყავი მგრძნობიარე. გაუზიარე შენი შიშები და გრძნობები, და მალევე აღიარე საკუთარი შეცდომები.

12.აპატიე მაშინვე და აქცენტი გააკეთე მომავალზე და არა წარსულზე. ნუ მისცემს შენს ისტორიას საშუალებას მძევლად ჩაგიგდოს. წარსულის შეცდომებზე ჩაჭიდება ღუზასავით იქნება, რომელიც თქვენს ქორწინებას უკან დახევს. პატიება თავისუფლებაა. გადაჭერი ღუზის ჯაჭვი და ყოველთვის აირჩიე სიყვარული

13.ყოველთვის აირჩიე სიყვარული. თუ ეს სიტყვები განსაზღვრავს თქვენს არჩევანს ცხოვრებაში, ვეღარაფერი დაემუქრება თქვენს ბედნიერ ქორწინებას. სიყვარული ყველაფერს გაუძლებს.