ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებულ ქალს შეუძლია ჭკუით აჯობოს მამაკაცს

by guramus

 

ამბობენ, რომ მამაკაცებს არ მოსწონთ ქალი, რომელით მათ ჭკუით ჯობნის. თუმცა გონიერებაც ხომ ის არის, რომ ქალმა თავისი სიჭკვიანე მამაკაცთან ურთიერთობაში დადებითი კუთხით წამოაჩინოს? წარმოგიდგენთ ყველაზე ჭკვიანი ქალების სამეულს, რომელთაც მამაკაცური “აზროვნება” გააჩნიათ.

ვერძი – იგი გამჭრიახობით გამოირჩვა, რომელიც თანდაყოლილი აქვს. მცირე ასაკშიც არ გაურბის წინააღმდეგობებს. ასეთ ქალს მოსწონს ლიდერობა, ეს კი ნებისმიერ მამაკაცს თავმოყვარეობას ულახავს. იგი საოცრად გამჭრიახი, სიცოცხლისუნარიანი და გამძლეა. აქვს ძალიან კარგი უნარი, ალღო აუღოს ნებისმიერ საქმეს, რა სირთულისაც არ უნდა იყოს ის, თუნდაც მამაკაცურს. მისი ერთადერთი ნაკლი გულუბრყვილობაა ადამიანების მიმართ. ამის გამო, როდესაც უსამართლობას ხედავს, მრისხანება უმალ უბინდავს გონებას და მისი, ჭკვიანი ქალის იმიჯი შეძალოა წამიერად დაიმსხვრეს საზოგადოების თვალში.

მორიელი – მასში ქალზე მეტად კაცის თვისებები სჭარბობს. ამის გამო მას ბავშვობიდანვე, საკმაოდ დიდი დრო სჭირდება იმის გასაცნობიერებლად, რომ მას ბუნებამ ქალად ყოფნა არგუნა. მას მამაკაცური ცხოვრება ბევრად უფრო იზიდავს. საშინლად არ მოსწონს ქალური ინტრიგები და ათასგვარი ქალური ეშმაკობები. იგი ყოველთვის ძალიან პირდაპირული და სწორხაზოვანია. მას გამჭრიახობასთან ერთად საოცარი ინტუიციაც გააჩნია, რის შედეგადაც ადამიანებს გამჭოლ ხედავს. ამის დახმარებით იგი ყოველთვის ცნობს “აფერისტებს”. მისი ნაკლი შურისმაძიებლური ხასიათია. იგი არასდროს ეგუება წაგებას.

თხის რქა – პატარაობიდანვე მშვიდი, სერიოზული და გაწონასწორებულია. მისი სამეგობრო წრე მხოლოდ ბიჭებით შემოიფარგლება. მას ბრწყინვალედ ეხერხება მამაკაცებთან მეგობრობა და მათ დიდ ასაკში არანაკლებ კონკურენციასაც უწევს პროფესიულ საქმიანობაში. იგი შესანიშნავად აკონტროლებს თავს და თითქმის არასდროსაა კონფლიქტის ინიციატორი. მაგრამ მას საოცრად დიდი დოზით გააჩნია სიჯიუტე, რომლითაც ბუნებამ დააჯილდოვა.

0

ასევე დაგაინტერესებთ