მთავარი საკითხავი ბერნარდ შოუს 10 ციტატა, რომელიც ცხოვრებას სხვა თვალით დაგანახებთ

ბერნარდ შოუს 10 ციტატა, რომელიც ცხოვრებას სხვა თვალით დაგანახებთ

by guramus

ირლანდიელი დრამატურგი და ნობელის პრემიის ლაურეატი მწერალი ბერნარდ შოუ გამოირჩევა არასერიოზულობითა და საოცარი იუმორით. მის იუმორზე ლეგენდებიც კი დადის , ის თავად სიკვდილსაც ეხუმრებოდა . დაიბადა ქ. დუბლინში 1856 წლის 26 ივლისს. თავიდან იგი სახლში იღებდა განათლებას, შემდეგ კი კათოლიკურ და პროტესტანტულ სკოლებში სწავლობდა. ის იყო აქტიური პიროვნება, რომელიც გამოირჩეოდა ყველაფრისადმი დიდი ინტერესით და დიდ განათლებასაც იღებდა. დღეს მინდა გავიხსენო მისი ციტატები, რომლებიც დიდ ინტერესს იწვევს ხალხში.

 

აი, 10 ციტატა, რომელსაც ასე ელოდით

1.პატრიოტიზმი – ეს იმის რწმენაა, რომ შენი ქვეყანა ყველა სხვას სჯობია, რადგანაც შენ დაიბადე აქ.

2.თქვენ ხედავთ რაიმეს და ამბობთ: „რატომ?“, მე კი მესიზმრება ის, რაც არასდროს არსებობდა და ვამბობ: „რატომაც არა?!”

3.ცხოველები ჩემი მეგობრები არიან, მე კი არ ვჭამ ჩემს მეგობრებს.

4.არსებობს მხოლოდ ერთი რელიგია და მისი ასეულობით ინტერპრეტაცია.

5.როცა მსურს ვიხუმრო, ვამბობ სიმართლეს – ეს ყველაზე სასაცილო ხუმრობაა მთელს მსოფლიოში.

6.ყველა ადამიანს აქვს საკუთარი აზრების გამოთქმის უფლება იმ პირობით, თუ ისინი ემთხვევა სხვა ადამიანების აზრებს.

7.ვერავინ აიტანდა მთელი ცხოვრება განუწყვეტლად ბედნიერებას – ეს იქნებოდა ჯოჯოხეთი დედამიწაზე

8.ნუ გაუკეთებთ სხვას იმას, რაც თქვენთვის გინდათ. იქნებ თქვენი გემოვნება არ ემთხვევა ერთმანეთს!

9.უკეთესია ბობოქარ ქალთან ცხოვრება ვიდრე მოსაწყენთან. მართალია პირველის დახრჩობის სურვილი ხშირად უჩნდებათ, სამაგიეროდ არ ეყრებიან.

10.მიეცით ადამიანს მიზანი, რომლისთვისაც ღირს ცხოვრება, და ის გაძლებს ნებისმიერ გარემოებაში.

D.T.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: