მთავარი საკითხავი 10 რჩევა: ის, რაც 24 წლის შემდეგ უნდა გააკეთოთ

10 რჩევა: ის, რაც 24 წლის შემდეგ უნდა გააკეთოთ

by guramus

ასაკის მატებასთან ერთად ადამიანების უმეტესობამ არ იცის რა სიახლე შეიტანოს ყოველდღიურობის გამოცოცხლებისთვის.

ითვლება, რომ 24 წელი ცხოვრების პირველი ნაწილის დასასრულია. ანუ იმ ეტაპის, როცა დამოუკიდებელ ცხოვრებაში ვალდებულებები მეტად იკიდებს ფეხს.

რა უნდა მოიმოქმედოთ 24 წლის შემდეგ?

  1. გადადით მარტო საცხოვრებლად: თუ თქვენ ჯერ კიდევ მშობლების გარემოცვაში ხართ, სჯობს, სასწრაფოდ გადახვიდეთ ცალკე საცხოვრებლად, პიროვნული თავისუფლება მეტად რომ იგრძნოთ.
  2. ცოტა იფიქრეთ: სხვებზე ნუ იფიქრებთ ბევრს, უბრალოდ ეცადეთ მოიწყოთ საკუთარი კუთხე. არც იმაზე შეიწუხოთ ფიქრით თავი, რას ფიქრობენ თქვენზე სხვები.
  3. იმეგობრეთ: ეცადეთ იმეგობროთ ყველასთან, ვისთანაც ურთიერთობა გამოვა. ეცადეთ მოაგვაროთ პრობლემები ყოფილებთან
  4. უარი არ თქვათ პაემანზე: თუ თქვენს ცხოვრებაში თანამგზავრი ან პარტნიორი ჯერ კიდევ არ არის, მაშინ შესანიშნავი შანსი გქონიათ, მოძებნოთ ის.
  5. ნაკლები დრო დაუთმეთ სოციალურ მედიას: მეტი რეალური ცხოვრება და ნაკლები ვირტუალური ურთიერთობები. სოციალური მედია ისევ და ისევ რეალური ურთიერთობებისთვის გამოიყენეთ.
  6. ნუ იფიქრებთ ძველ ოცნებებზე: ის, რაც წარსულში იყო, იქვე უნდა დარჩეს. ბავშვური აზრები და გატაცებები ხშირად სიახლეებს ხელს უშლის.
  7. ეცადეთ გადადოთ ფული: კარგი იქნება, თუ დანაზოგზეც არ იტყვით უარს. ეცადეთ, არასაჭირო ნივთებში არ დახარჯოთ ის.
  8. ეძებეთ სიახლე: ნუ შეგეშინდებათ ცვლილებების. თამამად ეძებთ ახალი სამსახური და შეხვდით გამოწვევებს.
  9. იყავით მოწესრიგებული: გახსოვდეთ, რომ ბავშვობის წლებს უკვე დაემშვიდობეთ და საკუთარი თავის გარდა საქმეს ვერავინ გაგიკეთებთ.
  10. გაანებივრეთ საკუთარი თავი: აგრძნობინეთ საკუთარ თავს, რომ ხედავთ შრომის, დამოუკიდებლობის შედეგებს.