მთავარი ურთიერთობები თქვენ არასდროს დაგაფასებენ როგორც ქალს, თუ ამ 9 რამეს აკეთებთ

თქვენ არასდროს დაგაფასებენ როგორც ქალს, თუ ამ 9 რამეს აკეთებთ

by guramus

ნებისმიერ გოგონას უნდა რომ აფასებდნენ. მართლაც, რა კარგია როცა თაყვანისმცემლების არმია გვყავს და ყველა ცდილობს ჩვენს მოხიბვლას. თუმცა ყველას როდი აქვს ამის ფუფუნება. ნეტავ პრობლემა რაშია?

 1. “დიახ” გამოიყენეთ მხოლოდ საჭიროებების დროს

ნებისმიერ მამაკაცს მოსწონს, როცა ქალს საკუთარი აზრი გააჩნია და დამოუკიდებლად აზროვნებს. იქონიეთ ყველაფერზე საკუთარი შეხედულება, ბრმად უნდა დაეთანხმებით გარშემომყოფთა აზრს.

 2. ალკოჰოლს მოერიდეთ

მერწმუნეთ, არცერთ მამაკაცს არ მოსწონს მთვრალი ქალის ყურება. ამ დროს კაცს აუცილებლად უარყოფითი რეაქცია აქვს.

 3. ნუ დაივიწყებთ თქვენს ინტერესებს

მამაკაცს ბეზრდება ისეთ ქალთან ურთიერთობა, რომელიც საკუთარ ინტერესებზე 100%-ით ამბობს უარს. კი მოსწონთ მორჩილი ცოლები, მაგრამ მთლად დამონებულ მდგომარეობაში ნუ აღმოიჩენთ თავს.

 4. პირველივე პაემანზე სექსი გამორიცხეთ

იყავით თავშეკავებული. პირველივე პაემნის შემდეგ ლოგინში ჩაწოლა არც გაბედოთ. მამაკაცს უნდა მოანდომოთ თქვენთან მეორედ შეხვედრა. სექსით კი გაგიჭირდებათ მისი შენარჩუნება. რადგან ვნება დროებითია.

 5. ნუ მოიტყუებით

პატიოსნება უმთავრესია. მატყუარა ქალი არავის მოსწონს. თქვით სიმართლე, რაოდენ საზიანოც არ უნდა იყოს იგი. ტყუილს მოკლე ფეხები აქვს და ადრე თუ გვიან აუცილებლად გამჟღავნდება თქვენი სიცრუე.

 6. ყოფილზე ნუ იწუწუნებთ

ნებისმიერ მამაკაცს აღიზიანებს, როდესაც მისი საყვარელი ქალი სხვა მამაკაცზე საუბრობს, მითუმეტეს თუ ეს მამაკაცი მისი ყოფილი შეყვარებულია. თუ სერიოზული კონფლიქტის თავიდან არიდება გინდათ, გირჩევთ არასოდეს დაიწყოთ საუბარი თქვენს ყოფილზე.

 7. სხვებთან არ იფლირტაოთ

მამაკაცს აუცილებლად ნეგატიური განწყობა შეექმნება, რადგან თქვენ მათ მამაკაცურ ღირსებას ეხებით.

 8. იყავით ნამდვილი

რა საჭიროა ნიღაბი ურთიერთობაში. იყავით ის ვინც ხართ სინამდვილეში. უბრალოება უდიდესი ნიჭია.

 9. იყავით ნამდვილი ქალური ქალი

სინაზე, სისუფთავე, ქალურობა – ეს ის მახასიათებლებია, რასაც მამაკაცი ყოველთვის დააფასებს, მაშინაც კი თუ ამას არ აღიარებს.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: