მთავარი საკითხავი რემარკის 10 ციტატა ცხოვრებისეულ ფაქტორებზე

რემარკის 10 ციტატა ცხოვრებისეულ ფაქტორებზე

by guramus

გერმანელი მწერალი და გერმანული კულტურის ერთ-ერთი საუკეთესო ლიტერატორი. მისმა ანტიფაშისტურმა რომანებმა დიდი გავლენა მოახდინა და დღესაც ახდენს მრავალ თაობასა თუ საზოგადოებაზე. მის რომანებში უმეტესად ასახულია ომის შემდგომი (როგორც პირველი, ასევე მეორე მსოფლიო ომი) გერმანიის ცხოვრება და საოცარი რეალიზმით არის გადმოცემული მაშინდელი მძიმე სოციალური მდგომარეობა. რემარკის საუკეთესო ნაწარმოებებად ითვლება: „დასავლეთის ფრონტი უცვლელია“, „სამი მეგობარი“ და „ტრიუმფალური თაღი“. დღეს კი გთავაზობთ მის 10 საუკეთესო ფრაზას.

 

აი, 10 ფრაზა, რომელიც რეალობას დაგანახებთ

1.რთულ სიტუაციაში პრიმიტივი ყველაზე უკეთესია. დახვეწილობა კარგია მხოლოდ მშვიდობიან დროს.

2.იაფფასიანი მხოლოდ ის არის, რასაც საკუთარი თავის რწმენას მოკლებული ადამიანები ატარებენ.

3.არაფერი ისე არ ქანცავს ადამიანს, როგორც ყბედობა.

4.ადამიანი დიდია თავის ზრახვებში, მაგრამ უძლურია მათ განხორციელებაში. ამაშია მისი უბედურებაც და მომხიბვლელობაც.

5.ვინც მეტისმეტად ხშირად იხედება უკან, იოლად წაჰკრავს რასმე ფეხს და დაეცემა.

6.კარგი ხარ, როგორც მამაკაცის ყველა ოცნება, როგორც მისი ყველა ოცნება და კიდევ რაზედაც არც კი უფიქრია.

7.ვინც მოკვლით იმუქრება, არასოდეს მოკლავს.

8.ორიდან ერთი ყოველთვის ტოვებს მეორეს, მთავარი ისაა რომელი დაასწრებს.

9.მხოლოდ ოცნება გვაიძულებს შევურიგდეთ სინამდვილეს.

10.ცხოვრება მეტისმეტად ხანგძლივია ერთი სიყვარულისთვის.

D.T.