მთავარი საკითხავი როგორ გავიაროთ ნებისმიერი გასაუბრება წარმატებით და დავსაქმდეთ ახალ სამსახურში?

როგორ გავიაროთ ნებისმიერი გასაუბრება წარმატებით და დავსაქმდეთ ახალ სამსახურში?

by guramus

მიდიხართ გასაუბრებაზე და გეშინიათ, რომ უარს გეტყვიან. სუნთქვა გიხშირდებათ, ლაპარაკი გიჭირთ და იბნევით – ასეთი შემთხვევა ყველა ჩვენგანს ჰქონია, ზოგს კი მომავალში მოელის. ახლა კი მოდი განვიხილოთ ეს სიტუაცია – ნამდვილად ასეთი საშიშია გასაუბრება ? რა შეიძლება მოხდეს ყველაზე ცუდ შემთხვევაში ? – გითხრან უარი. როგორ ფიქრობთ, დაგეხმარებათ ნერვიულობა იმაში რომ ეს არ მოხდეს ? დიდი შანსია რომ პირიქით მოხდეს, ნერვიულობის გამო ვერ მოახერხოთ საკუთარი პოტენციალის ბოლომდე წარმოჩენა.

ამ სტატიაში გასწავით ხრიკებს, რომლებიც დაგეხმარებათ დაუვიწყარი შთაბეჭდილება დატოვოთ გასაუბრებაზე და დიდი ალბათობით დადებითი პასუხი მიიღოთ.

მოტივაცია

გჯეროდეთ საკუთარი თავის. იპოვეთ ძალა, რომელიც დაგეხმარებათ გადადგათ ნაბიჯი. დაარწმუნეთ საკუთარი თავი იმაში, რომ თქვენ ამ სამსახურს იმსახურებთ. თქვენზე უკეთ ამ საქმეს ვერავინ ვერ გააკეთებს და თქვენ სწორედ ის ხართ ვინც მათ ჭირდებათ.  თქვენი ცოდნა და შრომისმოყვარეობა დაგეხმარებათ იმაში, რომ საქმე უმაღლეს დონეზე გააკეთოთ. ასეთი მოტივაცია გადამდებია და გასაუბრებაზე ამას აუცილებლად შეამჩნევენ.

სერიოზულობა

გასაუბრებაზე კარგი ტონია თავაზიანი ლაპარაკი და გაღიმება, მაგრამ შეეცადეთ რაც შეიძლება ნაკლებად გააკეთოთ ეს. წარმოაჩინეთ თქვენი თავი როგორც საკუთარი საქმის პროფესიონალი და ჩამოყალიბებული ადამიანი. დაანახეთ გასაუბრებაზე ის, რომ თქვენთვის მხოლოდ საქმე არის მნიშვნელოვანი და სხვა არაფერზე ფიქრი არ შეგიძლიათ, გარდა იმისა, თუ როდის დაიწყებთ მუშაობას. დამსაქმებლის აზრით სერიოზული ადამიანი უფრო  შრომისმოყვარეა და მეტი პასუხისმგებლობის გრძნობა გააჩნია. გამოიყენეთ ეს თქვენს სასარგებლოდ.

დაუმეგობრდით

ევროპის სხვა ქვეყნებში შეიძლება ეს არც იყოს მნიშვნელოვანი, მაგრამ საქართველოში დამსაქმებელი ხშირად იღებს გადაწყვეტილებას პირად შეხედულებზე დაყრდნობით. ამიტომაც წარმოაჩინეთ თქვენი თავი, როგორც სანდო ადამიანი, რომელიც მზად არის ნებისმიერ დროს გაუწიოს დახმარება. დაანახეთ მას პატივისცემა და ის, რომ მისი პიროვნებით აღტაცებული ხართ. დამსაქმებელი, რომელიც მეგობრულად შემოგხედავთ უფრო დაიჭერს თქვენს მხარეს და შეეცდება თქვენ აგიყვანოთ სამსახურში.

გამოცდილება

შრომისმოყვარე და პასუხისმგებლობის მქონე ადამიანი სასურველი კანდიდატია ნებისმიერ პოზიციაზე, მაგრამ პრიორიტეტი მაინც თქვენ ცოდნას ენიჭება. სწორედ აქედან იწყება ყველაზე საინტერესო – როგორ იზომება თქვენი ცოდნა და გამოცდილება ? ის, თუ რამდენად გაართმევთ სამუშაოს თავს მაშინ გამოჩნდება, როდესაც მუშაობას დაიწყებთ. აქამდე კი, მხოლოდ ის ჩანს რასაც თქვენ ამბობთ, ამიტომაც კარგად დავგეგმოთ რას ვიტყვით გასაუბრებაზე ჩვენს შესახებ. დავიწყოთ იმით, თუ რას აქცევს ყურადღებას დამსაქმებელი:

  1. სად სწავლობთ (სწავობდით)
  2. რა სერთიფიკატები გაქვთ
  3. სად გიმუშავიათ აქამდე

პირველ ნაწილში ვილაპარაკოთ თუ ვსწავლოთ ან უკვე დავამთავრეთ უნივერსიტეტი. აქვე უპირატესობის მოსაპოვებლად შეგვიძლია ყურადღება გავამახვილოთ იმაზე, რომ პარალელურად გადიხართ კვალიფიკაციის ასამაღლებელ ონლაინ კურსებს. (არსებობს უფასო ონლაინ კურსები) ამით თქვენ ხაზს გაუსვამთ იმას, რომ მეტი ცოდნა გაქვთ ვიდრე თქვენს კურსელებს ან სტუდენტებს სხვა უნივერსიტეტიდან.

მეორე ნაწილიც საკმაოდ მარტივია. ზემოთ ხსენებული ონლაინ კურსები დამთავრების შემდეგ იძლევიან სერთიფიკატებს, რომლებსაც საერთაშორისო ძალა აქვთ. სერტიფიკატის უპირატესობა არის იმაში, რომ ის იძლევა თქვენი პროფესიონალიზმის გარკვეულ გარანტიას.

მესამე ნაწილი ცოტა რთულია, მაგრამ პლიუსიც აქვს იმ მხრივ, რომ გამოგარჩევთ სხვა კანდიდატებისგან. სამუშაო გამოცდილების (სტაჟის) მქონე კანდიდატი უფრო სასურველია დამქირავებლისთვის. ამ მხრივ შეგვიძლია გამოვიყენოთ მოხალისეობრივი სამუშაოები ან სტაჟირება. ასეთ სამუშაოებში მოხვედრა ძალიან მარტივია, მაგრამ დიდი დროით ასეთ სამუშაოზე გაჩერება არ ღირს.

გამოიყენეთ სტატიაში მოცემული ყველა ხრიკი და გასაუბრება თქვენთვის უბრალოდ მომდევნო გამოწვევა იქნება, რომელსაც წარმატებით მიიღებთ.

პს. გისურვებთ დასაქმებას

 

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: