მთავარი საკითხავი 11 მიზეზი: რატომ უნდა ვიმეგობროთ ყოფილთან?

11 მიზეზი: რატომ უნდა ვიმეგობროთ ყოფილთან?

by guramus

ურთიერთობის დასრულების საბოლოო ეტაპზე ყოფილ პარტნიორთნ მეგობრობა და ხშირი კონტაქტი ყოველთვის კარგი იდეა არ არის. თუმცა, მაინც არის მიზეზების ჩამონათვალი, თუ რატომ სჯობს არ გაწყვიტოთ მასთან საბოლოოდ კავშირი.

  1. კარგად გიცნობთ: რა თქმა უნდა, გარშემო გყავთ მეგობრები და საყვარელი ადამიანები, ვინც იცის, რა გჭირდებათ, მაგრამ რაც არ უნდა იყოს, მასზე უკეთ არავინ ესმის ამბები თქვენს შესახებ.
  2. გესმით ერთმანეთის: როცა ურთიერთობა სრულდება, ეს ნიშნავს, რომ ჩნდება გაურკვეველი კითხვის ნიშნები, მაგრამ მთავარი ინტერესები მაინც უცვლელია და სულ ასე იქნება.
  3. გყავთ საერთო წრე: თავს ვერ აარიდებთ იმ ფაქტს, რომ ურთიერთობის არსებობის შემთხვევაში საერთო ინტერესებთან ერთად, საერთო სამეგობრო წრეც ჩნდება. საერთო სამეგობრო წრე კი ბევრ მხიარულებას იწვევს.
  4. შეწყვეტს კამათს: რაში სჭირდებათ უაზრო არგუმენტები და არაფრისმომცემი კინკლაობა? გაიაზრებს თქვენს სიტუაციას და გულწრფელად გირჩევთ კიდეც, თუ ამის საჭიროება იქნება.
  5. გამუდმებით იხუმრებს: გამონაკლისი, გაუგებარი შემთხვევების გარდა, ეცდება იუმორით დაგანახოთ  და იუმორითვე შეგაფასებინოთ სიტუაცია.
  6. გაგახსენებთ: ნუ დაგავიწყდებათ, რომ საერთო მოგონებები ბევრს ნიშნავს. ცუდი და კარგი მოგონებების გახსენება გამოცდილებისთვის ნამდვილად კარგია.
  7. გირჩევთ: თავად პიროვნება თუ არა, მასთან დაკავშირებული წარსული ყოველთვის გირჩევთ რაიმე ახალს.
  8. ბედნიერი იქნება თქვენთან ერთად: ასეთი ტიპის ურთიერთობა არ არის დაძალებული. მსგავსი საჭიროება არასოდეს იქნება და შესაბამისად, თავს გაცილებით უკეთ იგრძნობთ.
  9. დაგეხმარებათ: თუ ის ნამდვილი მეგობარია და ადარდებს თქვენს ცხოვრებაში მომხდარი სიახლეები, ნამდვილად დაგიდგებათ გვერდში და სიტყვასთან ერთად, ქმედებებითაც გაგრძნობინებთ, რომ მისთვის მნიშვნელოვანი ისევ ხართ.
  10. შეინარჩუნებთ კარგ იმიჯს: საჯარო ადგილებსა და ყოველდღიურ ურთიერთობაში არ მოგიწევთ ზურგი აქციოთ ერთმანეთს: არ წაშლით საერთო ფოტოებს სოციალური ქსელებიდან.
  11. იქნებით თავდაჯერებული: არ იფიქრებთ, რომ რაიმე არასწორად გააკეთეთ და გრძნობა, რომ რაღაც რიგზე ვერ არის, არასოდეს შეგაწუხებთ.
თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: