მთავარი საკითხავი 15 რამ, რისი კეთებაც ახლავე უნდა შეწყვიტოთ

15 რამ, რისი კეთებაც ახლავე უნდა შეწყვიტოთ

by guramus

როგორც, ერთხელ, მარია რობინსონმა თქვა, _ “არავის შეუძლია დაბრუნდეს წარსულში და ცხოვრება დაიწყოს ახლიდან, მაგრამ ნებისმიერს შეუძლია დაიწყოს დღეს და შექმნას ახალი დასასრული”. თუმცა ცვლილებების დაწყებამდე შენ უნდა შეყვიტო ქმედებები. რომლებიც წარსულთან გაკავშირებს.

გთავაზობთ რამდენიმე იდეას, თუ როგორ დავიწყოთ ყველაფერი ახლიდან:

 1. ნუ ხარჯავ დროს არასასურველ ადამიანებზე _ ცხოვრება საკმაოდ მცირეა იმისთვის, რომ არასუსრველ, უინტერესო ადამიანებთან გაატარო ის.

 2. ნუ გაექცევი პრობლემებს _ დაუპირისპირდი მათ, ებრძოლე! რა თქმა უნდა, ეს არ იქნება მარტივი. მსოფლიოში არ არსებობს ისეთი ადამიანი, რომელიც ყველა პრობლემას გაუმკლავდება დამოუკიდებლად. ცხოვრების მთავარი მიზანიც ესაა – დაუპირისირდი პრობლემებს, მიიღე გამოწვევები, ადაპტირდი, ისწავლე…

 3. შეწყვიტე საკუთარი თავის მოტყუება _ შეგიძლია ნებისმიერი სხვა მოატყუო, მაგრამ არა საკუთარი თავი. ჩვენი ცხოვრება უმჯობესდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ყველა შანსს ვიყენებთ. ერთ-ერთი შანსი კი საკუთარ თავთან პატიოსნად ყოფნაა.

 4. შეწყვიტე საკუთარი საჭიროებების უკანა პლანზე დაყენება _ საკუთარი თავის დაკარგვა სხვებზე ზრუნვისას ყველაზე მტკივნეული რამაა. დაეხმარეთ სხვებს, მაგრამ არ დაგავიწყდეთ საკუთარი თავიც.

 5. შეწყვიტე მიბაძვა _ იყავი ის, ვინც რეალურად ხარ. ცხოვრების ერთ-ერთი დიდი გამოწვევა საკუთარი ინდივიდუალურობის შენარჩუნებაა. ვიღაც ყოველთვის ჩვენზე ლამაზი, ჭკვიანი ან მდიდარი იქნება, მაგრამ არასდროს ეცადოთ დაემსგავსოთ სხვას.

 6. შეწყვიტე წარსულში ქექვა.

 7. არ შეგეშინდეს შეცდომების დაშვების – რაღაცის გაკეთება და შეცდომის დაშვება ათჯერ უფრო პროდუქტიულია, ვიდრე არაფრის გაკეთება. ყველა წარმატების უკან ბევრი შეცდომა დგას.

 8. შეწყვიტე საკუთარი თავის ლანძღვა ძველი შეცდომების გამო _ შეცდომები გვეხმარება ვიპოვოთ ის, რაც ზუსტად ჩვენ შეგვეფერება.

 9. ნუ შეეცდები იყიდო ბედნიერება – ბევრი რაღაც ძვირია, რომ იყიდო. თუმცა არსებობს ისეთი რაღაცეებიც, რაც სრულიად უფასოა – სიყვარული, სიცილი, ბედნიერება…

 10. შეწყვიტე ფიქრი იმაზე, რომ ჯერ ამისთვის მზად არ ხარ _არავინ გრძნობს თავს ასი პროცენტით მზად, როდესაც საქმეს იწყებს.

 11. შეწყვიტე სხვებზე ეჭვიანობა. 

 12. შეწყვიტე წუწუნი და საკუთარი თავის დადანაშაულება.

 13. არ დაკარგო დრო სხვებისთვის საკუთარი მნიშვნელობის ახსნაში.

 14. არ გააკეთო ერთი და იგივე რამ შესვენების გარეშე.

 15. არ ეცადო იყო “ყველა” და “ყველაფერი”.

 

თქვენ რას ფიქრობთ?

 

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: